,,არ გამოვრიცხავ საარჩევნოდ საქართველოში პრორუსული პარტიები გაძლიერდნენ“ - ნეით შენკანი
პოლიტიკა - 11:38, 13 Apr, 2016     926
საქართველოში პრორუსული პარტიების პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობაზე საუბრობს Freedom House - ს წარმომადგენელი. პროექტის ხელმძღვანელის შეფასებით, ამის შესაძლებლობა მთავარი პარტიებით იმედგაცრუების ფონზე არსებობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არ დაიკარგოს იმ რეფორმების მიერ მიცემული ბიძგი, რომელიც საქართველოში თითქმის ათწლეულია გრძელდება.

მისივე განცხადებით, იყო საშიშროება რომ დაწყებულიყო საქართველოს უკუსვლა, თუმცა, ეს არ მომხდარა.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების მიერ მიცემული ბიძგი, რომელიც ათწლეულია გრძელდება. იყო საშიშროება, რომ ხელისუფლების ცვლასთან, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან ერთად, საქართველო სწრაფად დაიწყებდა უკუსვლას. გულახდილად რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს არ მომხდარა. საფრთხე ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით ეკონომიკური სირთულეების მხრივ. არსებობს პრობლემები რეგიონებში, პოტენციური ომის საფრთხე, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველო რეფორმების იმპულსს ინარჩუნებს. გვჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროევროპული და პროატლანტიკური კურსის მომხრეა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც გვინახავს, როდესაც მთავარი პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება არსებობს, შესაძლოა გაძლიერდეს ისეთი შეხედულებები, რომლებიც მთავარ პოლიტიკურ შეხედულებებს არ ემთხვევა. საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება პრორუსული პარტიები იყოს.

არ გამოვრიცხავ, რომ საარჩევნოდ ეს პარტიები გაძლიერდნენ. არ ველი, რომ ისინი იქნებიან უმრავლესობაში, მაგრამ მოსალოდნელია მათი პოზიციის გამყარება“, - განაცხადა ნეით შენკანიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42