დღეს პარლამენტში, ბიუროზე უნდა გადაწყდეს თუ როდის წარსდგება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 2015 წლის ანგარიშით პლენარულ სხდომაზე. არ არის გამორიცხული ვახტანგ გომელაური პარასკევს სესიაზე დაიბარონ.
„აუცილებლად უნდა მოვიდეს, ჩვენ ამას მოვითხოვთ ძალიან აქტიურად, ჩვენ ვნახეთ, რომ პარასკევს არ მოვიდა ბატონი გომელაური. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც უშუალოდ უსაფრთხოების სამსახურს ეხება, ჩვენ ვხედავთ, რომ უსაფრთხოების სამსახური რეალურად კი არ ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ქვეყნის დაცვაზე, არამედ ზრუნავს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ზრუნავს იმაზე თუ როგორ ჩაერიოს ამა თუ იმ აკადემიური სასწავლებლის სასწავლო პროცესში“, - განაცხადა აკო მინაშვილმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს. დღესვე ბიუროს სხდომაზე გაირკვევა გავა თუ არა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები. კანონპროექტის მიხედვით პრემიერს არ ექნება ვალდებულება არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობა დატოვოს.
მასალის გამოყენების პირობები






