დღეს პარლამენტში, ბიუროზე უნდა გადაწყდეს თუ როდის წარსდგება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 2015 წლის ანგარიშით პლენარულ სხდომაზე. არ არის გამორიცხული ვახტანგ გომელაური პარასკევს სესიაზე დაიბარონ.
„ბატონ გომელაურთან დაკავშირებით ის, რაც მოხდა წინა სასესიო კვირას, იყო აბსოლუტურად მიუღებელი. აღმოჩნდა ის, რომ ხელისუფლება არ არის მზად, რომ შეიკრიბოს, ყოფილ კოალიციას ვგულისხმობ და მოუსმინოს სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელის პირველი ანგარიშისთვის. ჩვენ ამას აუცილებლად დავაყენებთ და მოვითხოვთ, იმიტომ, რომ არის ძალიან ბევრი შეკითხვა და ჩვენ პოზიცია პირველი პირისგან უნდა გავიგოთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს. დღესვე ბიუროს სხდომაზე გაირკვევა გავა თუ არა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები. კანონპროექტის მიხედვით პრემიერს არ ექნება ვალდებულება არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობა დატოვოს.
მასალის გამოყენების პირობები






