დღეს პარლამენტში, ბიუროზე უნდა გადაწყდეს თუ როდის წარსდგება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 2015 წლის ანგარიშით პლენარულ სხდომაზე. არ არის გამორიცხული ვახტანგ გომელაური პარასკევს სესიაზე დაიბარონ.
„ბიურო გადაწყვეტს დავპატიჟოთ თუ არა ბატონი ვახტანგ გომელაური სესიაზე, მაგრამ გიდასტურებთ, ზუსტად ვიცი ბატონი ვახტანგ გომელაურის თანხმობა, ამ ანგარიშს ბატონი ვახტანგი აუცილებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს. დღესვე ბიუროს სხდომაზე გაირკვევა გავა თუ არა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები. კანონპროექტის მიხედვით პრემიერს არ ექნება ვალდებულება არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობა დატოვოს.
მასალის გამოყენების პირობები






