რომელი პოლიტიკოსი სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და რას ფიქრობს გამოკითხული მოსახლეობა არაფორმალურ მმართველობაზე. დღეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევის მეორე ნაწილს გამოაქვეყნებს.
მასში პოლიტიკურ პარტიებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზეც არის საუბარი. ასევე პრეზიდენტზე, პრემიერზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე, უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებზე. დღეს გაირკვევა როგორია მათი რეიტინგი.
„პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდება კვლევების მეორე ნაწილზე. აქამდე ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკასა და ქვეყნის კურსზე, ისევე, როგორც ეროვნულ და საგარეო საკითხებზე. მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ქართველების დამოკიდებულებაზე პარლამენტის, ხელისუფლების ლიდერების მიმართ. ასევე, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე. გამოვკითხეთ დაახლოებით 4 ათასი ადამიანი, გამოკითხვაში დასახელებული იყო ყველა რეგისტრირებული პარტია. კითხვები ასევე შეეხებოდა ინსტიტუციებს, პარლამენტს, ყველა სამინისტროს, ასევე სხვადასხვა უწყებების მუშაობას. ყურადღება გამახვილებული იყო პრემიერ-მინისტრზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებზე. კითხვები ასევე ეხებოდა არაფორმალურ მმართველობას.
კვლევა ძალიან საინტერესოა. განვლილი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი დასკვნა იყო ის, რომ ქართველებმა ჯერ არ იციან ვის უჭერენ მხარს. სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავენ.ჩვენი კვლევა ვერ მოახდენს გავლენას არჩევნებზე, ის ძალიან ადრე გამოქვეყნდა. ბევრი რამ შეიძლება არჩევნებამდე მოხდეს, რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანებიც არიან საქართველოში, ვინც არ ელოდებიან ან არ იყენებენ, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, ჩვენ გვესმის მათი შეშფოთება. ჩვენი ერთადერთი მიზანია დავეხმაროთ ხალხს ხელისუფლებაში, პარლამენტში, ოპოზიციაში და ვაჩვენოთ ხალხს ეს არჩევანი“, - განაცხადა ლორა ტორტონმა.
მასალის გამოყენების პირობები






