შესაძლო ვადამდელი არჩევნები უკრაინაში და სააკაშვილის პოლიტიკური შანსები
პოლიტიკა - 22:37, 12 Apr, 2016     2315
ოდესისი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცახდებით, მის გარშემო შემოკრებილ ხალხს ნებისმიერ არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

„ვადამდელი არჩევნების ალბათობა ძალიან მაღალია, თითქმის გარდაუვალი. დღეს ის ხალხი ვინც არის შეკრებილი ჩემს გარშემო, აქვთ შანსი ნებისმიერი არჩევნები უკრაინაში მოიგონ, ეს იციან ოლიგარქებმა და მთელი მათი პროპაგანდა მომართულია ჩემს წინააღმდეგ. ერთი სცენარით მიდის გადაცემა მოსკოვზე, კიევის ოლიგარქიულ არხებზე და.აშ. მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერი ვერ გამოსდით, ჩვენ გვაქვს ხალხის მხარდაჭერა. იუშენკოს შემდეგ, ასეთი მხარდაჭერა აქვთ ამ რეფორმატორების გუნდს, ამიტომ მე არ მივისწრაფი იმისკენ, რომ მე დავიკავო რაღაც თანამდებობა, მე მინდა ხელი შევუწყო ახალგაზრდა რეფორმატორების გამოჩენას ასპარეზზე. უკრაინა წყვეტს მთელი პოსტსაბჭოთა რეგიონის ბედს, თუ მან გაატარა რეფორმები პუტინის საქმე დამთავრბულია და საქართველოს საქმეც გამოსწორდება. მე გამიჩნდა ისტორიული შანსი ამ დიდი ბრძოლის წარმატებით წაყვანის, მე არ ვაპირებ ვიღაცისთვისკოჭის გაგორებას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით მათი მსაჯული უკრაინელი ხალხია:

„მე პოროშნკოსთან მაქვს მეგობრული ურთირთობა, ეს არის ათწლეულების ურთიერთობა. ხალხი, განსხვაბებით საქართელოსგან ბევრად ცივილიზებული პოლიტიკური ურთიერთობები არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს პრინციპები, ამაზე ღიად ვსაუბრობთ, ჩვენი მსაჯული არის უკრაინელი ხალხი. ჩვენ გვინდა, რომ ეს ერი დავაყენოთ ფეხზე“, - აღნიშნავს ოდესის გუბერნატორი.

სააკაშვილი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ოპოზიციურ სექტორში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული:

„ჩვენ ჯერპარტია არ შეგვიქმნია, ესენი არიან ახლგაზრდა რეფორმატორები და აქ შედიან პრეზიდენტის პარტიის წევრებიც. არიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. უახლოეს დღეებში გადაწყდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მე მაქვს პრეზიდენტთან ინტენსიური დიალგი ამ თემებზე, მე მაქვს დიდი მხარდაჭერა, მაგრამ ეს მინდა გამოვიყენო ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განმარტავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42