საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სააკაშვილმა იაცენუკის თანამდებობიდან გადადგომაზე ისაუბრა:
„ულტიმატუმი არასწორი ტერმინია, უკრაინის პრეზიდენტს ვხვდები ყოველ დღე, ველაპარაკები ტელეფონზე, ამ თემებზე ვესაუბრები გახსნილად ღიად, საქმე ის არის, რომ იაცენუკის გაშვებას არავინ აპირებდა, ეს არის იმ პროცესის დაგვირგვინება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, შევხვდით ათასობით ადამიანს, გვქონდა შეხვედრები ჟურნალისტებთან და ამასთან დაკავშირებით მოხდა ბოლოს ის რაც მოხდა, იაცენუკი გადადგა, საბოლოო ჯამში ჩვენ გავიმარჯვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ლამის დაგინებული ჰქონდათ, რომ არასდროს წავიდოდნენ, მე მეძახდნენ დემაგოგს.
საუბრია იმაზე, რომ უკრაინას სჭირდება არა მოლაპარაკებებით დადგენილი მთავრობა, არამედ მთავრობა რომელიც გაატარებს რეფორმებს. მე შემოვიკრიბე ხალხი, რომელსაც აქვს მართვის გამოცდილება. ეს ხალხი ითხოვს გადამწყვეტ ცვლილებებს, როდესაც გუშინ ვისაუბრე, მე მხოლოდ ჩემი სახელით არ ვისაუბრე, საუბარია მილიონობით ადამიანზე, ადამიანებზე, რომლებიც გვიჭერენ მხარს, არსებობს უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი თაობა, რომლებსაც უნდა გადასცენ მართვის სადავეები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






