მიხეილ ჯანელიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
პოლიტიკა - 19:13, 12 Apr, 2016     1165

2016 წლის 12 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან, ასტრიდ თორსთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მთავრობა დაინტერესებულია არჩევნები მაქსიმალურად ღიად, დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

ასტრიდ თორსს ეცნობა, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მოვლინების მიზნით, ქართულმა მხარემ უკვე გაუგზავნა შესაბამისი მოწვევები საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ეუთო-ს. უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ მისი ოფისის წარმომადგენელი ტრადიციულად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებზე დამკვირვებელი მისიის ძირითად ჯგუფში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს უმაღლეს კომისარსა და მის ოფისს მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისა და საქართველოში განხორციელებული თემატური პროექტებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42