„ილია მეორე საქართველოს და მისი უძველესი ეკლესიის ღირსებას არავის დაუთმობს“ - ნესტან კირთაძე
პოლიტიკა - 22:33, 12 Apr, 2016     3131

,,ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" პრეზიდენტი, პროფესორი ნესტან კირთაძე მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს "ნიუპოსტთან" აფასებს.

საქმე ეხება მსოფლიო საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დაწყებულ დაპირისპირებას, რომლებიც ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ტონითა და ბრალდებებით აღსავსე საჯარო წერილებითაც კი მიმართავენ. ვრცლად იხილეთ აქ.

- კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რა ხდება და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესები?

- დიახ, გეთანხმებით, უკანასკნელ ხანს ვრცელდება ინფორმაცია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, წინააღმდეგობრივი და ზოგ შემთხვევაში უხერხული დამოკიდებულებები საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან.

სინამდვილეში კი საქმე გვაქვს არა დოგმატურ და თეოლოგიურ კამათთან, არამედ სახეზეა ბევრად რთული პროცესი, როდესაც ჩვენს თვალწინ იქმნება და იბადება ახალი გეოპოლიტიკური პროცესი და ამ ვითარებაში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიცია შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

- რას გულისხმობთ ახალ გეოპოლიტიკურ პროცესში და საბოლოოდ შეიძლება თუ არა მსოფლიო მართლმადიდებლური კრება ჩაიშალოს?

- არა, კრება არ ჩაიშლება. მსოფლიო საეკლესიო კრება მზადდება დიდი ხანია და სულ ახლახან მისი წინამოსამზადებელი შეხვედრა უკვე ჩატარდა შვეიცარიაში, მსოფლიო მართლმადიდებელ ლიდერთა შეხვედრის დროს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ესწრებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ მსოფლიო მართლმადიდებლური კრება სიურპრიზებით დასრულდეს...

- კონკრეტულად, რა სიურპრიზს გულისხმობთ?

- არ გამოვრიცხავ, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება განხეთქილებით დასრულდეს.

- ეს განხეთქილება კავშირშია თუ არა ახალ გეოპოლიტიკურ პროცესთან, რაზეც ზევით ისაუბრეთ?

- ცხადია. ასე იყო ისტორიულად და სავადაუდოდ, შესაძლებელია იგივე მოხდეს ახლაც. მოდი გავიხსენოთ, რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის უკანასკნელი შეხვედრა და ის საბოლოო დოკუმენტი, რომელზეც მსოფლიოს ამ ორი უდიდესი ეკლესიის ლიდერი შეთანხმდა ტრადიციული ღირებულებების დაცვის ერთიან პოზიციებთან დაკავშირებით. რაც პოლიტიკის ენაზე ნიშნავს ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ლამის რელიგიურ დონეზე იყო აყვანილი.

დიდი ხნის გაწყვეტილი კონტაქტების შემდეგ, რომის პაპმა მწვანე შუქი აუნთო ახალი პროცესების დაწყებას მსოფლიოში. არ გამოვრიცხავ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიპოვოს ლიდერის როლი მსოფლიო მართლმადიდებლურ სივრცეში, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად მსოფლიო კრებაზე მინიმუმ სლავური მართლმადიდებლური ეკლესიები რუსეთის გვერდით დადგებიან.

- ქართული პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ საქართველოში რომის პაპის ვიზიტია დაგეგმილი, კამათობენ იმის შესახებაც თუ ვინ მოიწვია კათოლიკური ეკლესიის მეთაური, აქვე გკითხავთ რა შედეგს მოუტანს პაპის ვიზიტი საქართველოს?

- ვნახე კამათი და კვალიფიკაციები ამ თემის ირგვლივაც. მინდა გითხრათ, რომ ვინც უნდა იყოს მომწვევი საქართველოდან, პრეზიდენტი თუ პატრიარქი ეს ფორმალური, პროტოკოლური პროცედურებია. სიმნამდვილეში ვატიკანს დაგეგმილი აქვს, რომის პაპის ტური კავკასიაში და იგი მიმდინარე წელსვე ეწვევა, როგორც საქართველოს, უფრო ადრე კი სომხეთსა და აზრბაიჯანს.

რაც შეეხება საქართველოსთვის ამ ვიზიტის მნიშვნელობას, მას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ექნება, ვიდრე რელიგიური. ასეთი იყო პაპ იოანეს თბილისში ვიზიტი, ასეთი იქნება იგი პაპი ფრანცისკეს შემთხვევაშიც.

ბუნებრივია პაპი ფრანცისკეს ვიზიტს თბილისში ექნება თავისი კულისები რელიგიურ ასპექტშიც...

- ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გართულებული ურთიერთობის ფონზე ბერძნები ცნობენ "აფხაზეთის ავტოკეფალურ ეკლესიას" და რუსეთის ოცნებაც ახდება, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

- ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების გამო: პირველი - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დომინანტის ახალ სისტემას ქმნის, როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური მიმართულებით - მაშასადამე, ემზადება ახალი გეოპოლიტიკური ლიდერობისთვის, რუსეთი ამ ეტაპზე

ვერ გაილაშქრებს და ვერ დაუპირისპირდება მსოფლიოში უძველეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას და მის პატრიარქს, რომელიც რუსეთმა და მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ აღიარა, მისი სრული ტიტულატურით, მათ შორის როგორც მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

მეორეც: იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო საპატრიარქოს აქვს თბილი ურთიერთობები აფხაზეთის სასულიერო წრეებთან, რომელიმე ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხები ურთულესი პროცედურებია და ეს ხელაღებით გადასაწყვეტი საკითხი არ არის.

და ბოლოს, მსოფლიო კრება მზადდება წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგით და იმ დოკუმენტაციის საფუძველზე რომელიც განხილული იყო ჟენევის შანბეზის მსოფლიო ლიდერთა შეხვედრაზე.

- და მაინც, იმ ბრალდებებზე რას იტყვით, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან გაისმა - მათ საქართველოს ეკლესია "ხისტ და გამაღიზიანებელ" ქცევაში ღიად დაადანაშაულეს, კერძოდ წმინდა კრების ჩატარების საკითხის "ჩიხში შეყვანაში", "ფუნდამენტალიზმსა" და "შუასაუკუნეებში დაბრუნების სურვილში" დაადანაშაულეს საქართვველოს ეკლესია... ქართული მხარე კი საპასუხოდ კონსტანტინეპოლს ქართველებისადმი შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს...

- სამწუხაროდ ეს რეალობაა, თუმცა კიდევ უფრო დიდი რეალობა ისაა, რომ ჩვენ თეოლოგიური და დოგმატური საკითხების განხილვაში ვერ ჩავერევით. ეს საკითხი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის და მისი მამამთავრის განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხებია, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საქართველოს და მისი უძველესი ეკლესიის ღირსებას არავის დაუთმობს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42