თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 17:59, 12 Apr, 2016     997
2016 წლის 12 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე; ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან: ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილე, კურტ ტონგი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე, ტომას მელია.

კომისიის სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, ვონ ტურეკიანი.

მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, ორმხრივი და რეგიონული საინვესტიციო პროექტები. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებულად აღინიშნა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს რეგიონული, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერების პროცესში.


ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს გააცნო საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ამერიკელმა პარტნიორებმა პოზიტიურად შეაფასეს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები და მხარდაჭერა აღგვითქვეს ქართული მხარის ინიციატივების განხორციელებაში.


„დღევანდელი შეხვედრა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვარ, რომ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“ _ განაცხადა დავით ზალკალიანმა.


ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, განსაკუთრებულ ძლიერმხარდაჭერას კი აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართ იჩენს. ჩვენი სურვილია, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა სიღრმისეულად და უწყვეტად გაგრძელდეს. 25 წლის განმავლობაში საქართველომ შთამბეჭდავი გამოცდილება დააგროვა ეკონომიკურიგანვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროში. დღეს გამართული დიალოგის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ ამბიციური დღის წესრიგი, რომელსაც შეუძლია ორი ქვეყანა მომდევნო 25 წლის, და შესაძლოა უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვოს ერთმანეთს“ _ განაცხადაეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, კურტ ტონგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42