Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში შეინიშნებოდა, როგორც პროგრესი, ასევე სტაგნაცია და რეგრესიც.
"პოზიტიურად ფასდება, 2015 წელს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდილი ნიშნები, ასევე შესამჩნევი იყო ყოფილი ხელისუფლების, ენმ-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესების დაწყების შენელება. ამავდროულად, მეტწილად შენარჩუნებული იყო ქართული სასამართლო სისტემის სტრუქტურული დამოუკიდებლობა და პრაქტიკულობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასევე შეინიშნებოდა სტაგნაციისა და შესაძლო რეგრესის ნიშნები, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების კუთხით, იმ დროს, როდესაც ქართული მედია რჩება მრავალფეროვანი და პლურალისტური, მთავარი ოპოზიციური მედიის რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე, აშკარა პოლიტიკური ზეწოლის ელემენტები შეიმჩნეოდა, მმართველი კოალიცია "ქართული ოცნების მხრიდან"- ნათქვამია დოკუმენტში.
დიკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა
მასალის გამოყენების პირობები






