საქართველოში, რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფები პრომოსკოვურ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ - Freedom House
პოლიტიკა - 17:01, 12 Apr, 2016     1494
„ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016“ - ამ სათაურით აქვეყნებს ანგარიშს Freedom House-ი, რომლის ერთ-ერთ თავში საუბარი საქართველოზეა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მრავალფეროვანი და პოლარიზებულია.

“სამოქალაქო საზოგადოების სექტორში არსებობს მოსაზრება, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკუთვნის’ რომელიმე პარტიას, მოძრაობას ან პიროვნებას. განსხვავებული პოზიციების მქონე არასამთავრობოები ზოგჯერ ღია და ფიზიკურ კონფრონტაციაზეც გადადიან" - ნათქვამია ანგარიშში და 2015 წლის მარტში, “თავისუფალი ზონისა” და თავისუფალი თაობის” აქტვისტებს შორის მომხდარი შეტაკებაა ნახსენები.

Freedom House-ის დოკუმენტში ნათქვამია, რომ სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფები აფინანსებენ პრომოსკოვურ “ევრაზიანისტ” არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ანგარიშში, საქართველოში არსებული მმართველობა შეფასებულია, როგორც „გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმი“. რაც შეხება დემოკრატიის დონეს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა და მე-17 ადგილზეა. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. ასევე შენელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო დევნის პროცესი. თუმცა, იყო სტაგნაციის ნიშნები სხვა, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების სფეროში.

ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.

ანგარიშის თანახმად, შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, ანუ არ გაუმჯობესებულა და არ გაუარესებულა მდგომარეობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული მმართველობა (5,50 პუნქტი), საარჩევნო პროცესი ( 4,50 პუნქტი), სამოქალაქო საზოგადოება (3,75 პუნქტი), დამოუკიდებელი მედია (4.00 პუნქტი), ადგილობრივი დემორკატიული მმართველობა (5,25 პუქნტი), კორუფცია (4,50 პუქნტი).






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42