ლეონიდ ჩერნოვეცკი რიგითი მოქალაქეების და მაღალჩინოსნების პენსიების გათანაბრებას ითხოვს
პოლიტიკა - 15:30, 12 Apr, 2016     1818
„ბედნიერი საქართველოს“ ლიდერის ლეონიდ ჩერნოვეცკი პენსიების დანიშვნასა და გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,საეჭვოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გასაგები იყოს ის იდეოლოგია, რომლითაც წინა და ახლანდელი პარლამენტი, ხელისუფლება ხელმძღვანელობს. მე ის მესმის როგორც ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მეტი არაფერი… წინასაარჩევნო პერიოდში ერთი პარტია ამომრჩეველს პენსიების 20 ლარით გაზრდას ჰპირდება, მეორე - 50 ლარით… რა თქმა უნდა , შემოსავლის მომატება კარგია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და მოქალაქეების დანაზოგი ინფლაციისგან, ხოლო ლარი დევალვაციისგან არის დაცული. მაგრამ, არავინ საუბრობს იმაზე თუ რა მოუვა ამ ფულს ერთ წელიწადში არსებული რეალობის გათვალისწინებით. ასეთი წარმატებით პენსიის 1000 ლარამდე გაზრდაც შეიძლება, მაგრამ საკითხავია რამდენად ექნება ამ ფულს ფასი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - მაღალჩინოსანთა პენსია და პრივილეგიები! მე მიმაჩნია, რომ მათი პენსია იდენტური უნდა იყოს იმ თანხის, რომელსაც რიგითი მოქალაქეები იღებენ. გულწრფელად რომ ვისაუბროთ, ისინი უფრო მეტს არც იმსახურებენ, რადგან უმრავლესობას ფაქტობრივად პარლამენტში მუშაობისას არც ერთი კანონპროექტი არ შეუქმნია და არც საარჩევნო ოლქში გამოუჩენია თავი. ისინი თავიანთ ცხოვრებაში არავის დახმარებიან!

ჩემი აზრით, საპატიო პენსიის დანიშვნა, მხოლოდ პრეზიდენტის განკარგულებით უნდა ხდებოდეს, ისიც საქართველოს მოქალაქეების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის აღსანიშნავად!

ჩვენი პარტიაც იმის მომხრეა, რომ პენსია და სოციალური დახმარება გაიზარდოს. პირველივე წელს ეს თანხა 100 ლარით შეიძლება გავზარდოთ და ყოველწლიურად ისეთი ტენდენციით გავზარდოთ, რომ ხუთ წელიწადში ჩვენმა მოქალაქეებმა თვეში 400-500 ლარი მიიღონ.

მე კარგად ვიცი, როგორ ავამაღლო სოციალური სტანდარტები, პენსიები და ხელფასები, ისე რომ ამის ხარჯზე არ მოხდეს ინფლაციის გაღვივება. ბედნიერი საქართველოს ასაშენებლად კი საჭიროა– ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა, უახლესი ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა, განვითარებული ქვეყნების საკანონმდებლო გამოცდილების დანერგვა ( შვეიცარია, ისრაელის მაგალითზე) და რაც მთავარია, მუშაობა არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენი ერის საკეთილდღეოდ!

ბედნიერი საქართველოსთვის! https://www.facebook.com/chernovetskiy/?fref=ts“ - ნათქვამია ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42