საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილების განხილვას საპარლამენტო კომიტეტები პირველი მოსმენით იწყებენ. სიახლის თანახმად, პრემიერ-მინისტრს უფლება ექნება იყოს საარჩევნო სიაში და ამავდროულად შეძლოს თანამდებობის შენარჩუნება.
მმართველი გუნდის განმარტებით, ცვლილება ქვეყანას სამთავრობო პრობლემებს თავიდან ააცილებს. საპარლამენტო უმცირესობა კი ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსისი პრემიერზე მორგებაში ადანაშაულებს.
„მმართველი პრემიერის არჩევნებში მონაწილეობა კაბინეტისადმი უნდობლობას წარმოშობს, რაც ალოგიკურია. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ კანონს ვირგებთ, მაგრამ რეალურად, საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკაში, ნორმალური ცვლილებებია. საპარლამენტო მოდელში პრემიერის გადადგომა მთელი მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას გულისხმობს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






