საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი პარლამენტში კომიტეტის დახურულ სხდომაზე უნდა მივიდეს. ამის მიზეზად კი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობის ამაღლებას ასახელებს.
ირაკლი შოთაძის მხრიდან დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას საპარლამენტო უმცირესობის რიგებშიც აუცილებლობად მიიჩნევენ.
„პარლამენტისა და საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ გამოძიების მექანიზმებით ყოველთვის მანიპულირებს და ისინი ღია დისკუსიებს თავს არიდებენ. რა თქმა უნდა პარლამენტში უნდა მოვიდეს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან პროკურატურის ნდობა არის განულებული ამ ტიპის გამოძიებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






