ეს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური განაჩენია, რომელიც სისრულეში არჩევნებზე იქნება მოყვანილი- ბოკერია NDI-ის კვლევაზე
პოლიტიკა - 19:06, 11 Apr, 2016     1647
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. გიგა ბოკერიას შეფასებით, კვლევა ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა შეიყვანა. ბოკერიას თქმით კვლევის შედეგები ივანიშვილის რეჟიმის განაჩენია, რომელიც სისრულეში ოქტომბრის არჩევნებზე იქნება მოყვანილი:

„NDI-ის კვლევა, როგორც ყოველთვის, ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა, მისმა პოლიტიკურმა მარიონეტებმა და თვითონ ივანიშვილმა პირველ რიგში. ისტორიულად დაბალი ციფრებია ქვეყნის მომავლის რწმენის, ისტორიულად დაბალი ციფრებია იმ ადამიანების, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, გაზრდილია სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა. ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, არის ისტორიულად კატასტროფული მონაცემები, ისტორიულად კატასტროფულია რეალობა ჩვენი ქვეყნის და ამიტომაა სწორედ საკვანძო, რომ ის ხალხი, ვინც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, ოქტომბერში არჩევნების გზით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა ამ ვითარებიდან, რომელშიც თვითონ ივანიშვილმა შეიყვანა ის. არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ეს არის პოლიტიკური განაჩენი, აბსოლუტურად დამსახურებული განაჩენი და ეს განაჩენი პოლიტიკურად, არჩევნების გზით და მშვიდობიანად სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი ოქტომბრის არჩევნებზე.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42