ქართველი დეპუტატები ეუთოს საპრლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომას დაესწრნენ
პოლიტიკა - 18:21, 11 Apr, 2016     933

11 აპრილს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ეუთოს საპრლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომას დაესწრო, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა. ასამბლეის ბიუროს მუშაობის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა რეზოლუციების პროექტების განხილვა, რომლებიც საბოლოო სახით განხილული და მიღებული იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე თბილისში, რომელსაც საქართველო მიმდინარე წლის 1-5 ივლისს უმასპინძლებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს გააცნო ეუთოს საპრლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების თაობაზე. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამდივნოს გაწეული დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის და კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო სამდივნოს შორის არსებული ძალიან აქტიური კომუნიკაციის შესახებ დაგეგმილი ღონისძიების წარმატებით ჩატარების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ეს ვიზიტი ძალიან საინტერესო და საჭირო ვიზიტია, რადგან ბიუროს ამ სხდომის მიმდინარეობისას არის შესაძლებელი ასამბლეის სულისკვეთებით გავიმსჭვალოთ და ამაში აქ განხილული რეზოლუციების პროექტები დაგვეხმარა.“ თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, შეეხო ეუთოს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და მათი მოგვარების გადაუდებელ და აუცილებელ ასპექტებს.

გამოსვლის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთელ მოიწვია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 წევრი ქვეყნის პარლამენტარები თბილისში 1-5 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს მისაღებად.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, გიგი წერეთელი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42