საარჩევნო თემებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვალ შეხვდება
პოლიტიკა - 23:12, 11 Apr, 2016     1365
ხვალ, 11:00 საათზე საარჩევნო თემებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება.

როგორც "ნიუპოსტს" პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ ლიდერმა ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსს განიხილავენ, რომლითაც ინტერპარტიული ჯგუფი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებისათვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის 2020 წლისათვის გადადება მიუღებელია. ინტერპარტიულ ჯგუფში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ დასახელებული არგუმენტები არადამაჯერებელია, ისინი ხელისუფლებისგან პასუხს 15 აპრილამდე ელოდებიან.

"ხვალინდელი შეხვედრის მიზანია გარკვეული კონსულტაციები ვაწარმოოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორთან. მათ მივაწვდით ინფორმაციას, იმის შესახებ თუ რა ეტაპზეა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკება. პრინციპში აქ ბევრი არაფერია სათქმელი, რადგან ხელისუფლება ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის არაფერს არ აკეთებს. მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებაც მოვახდენთ არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებას" - აღნიშნა ხარატიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასიურობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

"15 აპრილის შემდეგ, თუ ხელისუფლება არ წამოვა დათმობაზე, ჩვენ ფართო კოორდინაციის რეჟიმზე გადავალთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას რომ ხმები მიითვისოს, ხმების დათვლა თუ გახდა საჭირო ამას გავაკეთებთ"- განმარტა ხარატიშვილმა.

შეხვერა "რედისონში" გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42