12 აპრილს, სასტუმრო „რუმსში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი სამოქალაქო სექტორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას გააცნობს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება ჟენევის საეთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდებს, სამოქალაქო სექტორის როლსა და ჩართულობას კონლიფქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში, სამშვიდობო ინიციატივებსა და
სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ და განსახორციელებელ საქმიანობას.
შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარება კომუნიკაციის სფეროში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






