დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთის შემადგენლობაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გაწევრიანებაზე რეფერენდუმი აგვისტომდე ჩატარდება.
"ზუსტი თარიღის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა ეს მალე მოხდება , აგვისტომდე" - განაცხადა თიბილოვმა.
თიბილოვის თქმით, რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის კონსტიტუციაში იმ მუხლის შესწორებასთან დაკავშირებით ჩატარდება, რომელიც მომავალში დე ფაქტო რესპუბლიკას შესაძლებლობას მისცემს, რუსეთს მათ შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართონ.
"თავდაპირველკად კი სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეატანაა საჭირო. სწორედ, ამ საკითხზე იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება“ – განაცხადა თიბილოვმა. მისი თქმით, საუბარია არა რუსეთის შემადგენლობაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პირდაპირ შესვლაზე, არამედ " ერთიან სამეკავშირეო ორგანოს შექმნაზე, რომელსაც სამხრეთ ოსეთი თავის უფლებამოსილებას გადასცემს."
"ამ ეტაპზე მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ გვინდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი სერიოზული პოლიტიკური რისკების წინაშე დავაყენოთ. მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მეათე მუხლში, რომელიც პრეზიდენტს მისცემს უფლებას, პარლამენტის თანხმობით რუსეთს მიმართოს თხოვნით, განიხილოს ჩვენი მათ შემადგენლობაში შესვლა" - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






