თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას არ გამორიცხავს პოლიტიკაში დაბრუნებს და დავით ნარმანიას რჩევებსაც აძლევს
„ვურჩევდი, ქალაქის განვითარების ახალი გეგმის სასწრაფოდ გაკეთებას. უამისოდ თბილისი ვერ განვითარდება. თავად განსაჯეთ. საცხოვრებელი უბნების მეტი ნაწილი უზომოდ გადატვირთულია. ვაკის რაიონი ავიღოთ. ბოლო წლებში მისი მოსახლეობის რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ამ დროს საკომუნიკაციო საშუალებები ძველ დონეზე დარჩა. ეს ეხება როგორც სანიაღვრე კოლექტორებს, ასევე, საკანალიზაციო სისტემას. ამ პრობლემის დროზე თუ არ მიეხედა, ერთ მშვენიერ დღეს იფეთქებს და ქალაქში შარშანდელი მეწყერის მსგავსი ტრაგედია დაგვიტრიალდება“- განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა
ლეკიშვილი არ გამორიცხავს პოლიტიკაში დაბრუნებას და იმასაც ამბობს, რომ გარკვეული ჯგუფებისგან შემოთავაზებები აქვს „ამ საკითხზე ხშირად ვფიქრობ. არ დაგიმალავთ და რამდენიმე ჯგუფის მიერ გარკვეული შემოთავაზებები ნამდვილად მაქვს. თუ მონაწილეობას დავთანხმდი, ან რაჭაში, ან თბილისში, პლეხანოვზე მაჟორიტარად ვიყრი კენჟს. დარწმუნებული ვარ, თუ არ გააყალბეს, მოვიგებ. ახლა შეიძლება ზოგიერთმა ჩაიცინოს კიდეც, რაღა დროს ნიკო ლეკიაშვილის პოლიტიკაში დაბრუებაო... რატომ? კლინტონი და ტრამპი ჩემი ასაკისანი აროამ, სანდერსი ჩემზე ბევრად უფროსია და აშშ-ს პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. ჩემთვის თბილისის სამსახური ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ეს არის ის ფაქტორი, რამაც დიდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე დამაფიქრა“- აცხადებს ლეკიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






