„რა ვქნათ ახლა, ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა? მოეწონება ეს თათია სამხარაძეს?“-შალვა რამიშვილი
სოც.მედია - 14:36, 11 Apr, 2016     9570

ბოლო დროს ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც შალვა რამიშვილსა და თათია სამხარაძეს უკავშირდება, უამრავი აზრი კრიტიკული დაფიქსირდა. ზოგი ერთს ამტყუნებდა, ზოგიც მეორეს. საუბარია ფარულ აუდიო ჩანაწერზე, რომელიც თათია სამხარაძეს აქვს ხელთ, რაც მისი თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან მის სექსუალურ შევიწროებას ადასტურებს. სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით შალვა რამიშვილის ახალი სტატუსი გამოჩნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჯერ რამოდენიმე სიტყვა ჩაწერაზე

ჩვენ ადამიანები ვართ. ჩვენ გვაქვს მინიმუმ ორი ცხოვრება. ერთი საჯარო, როცა იცი რომ ათასი თვალი და ყური გიყურებს. და მეორე - პირადი,

ოჯახში, მეგობართა წრეში თანამშრომლებში ჩვენ ვლაპარაკობთ. ჩვენი სიტყვები ხუმრობანი, ადამიანთა (მათ შორის უახლოესთა) შეფასებანი მხოლოდ იმ ყურებს განეკუთვნება, რომლებიც ამ ლაპარაკს ღიად ისმენენ.

არა ფარულად! ღიად!

რამდენჯერ ყოფილა რომ თქვენ გიხუმრიათ ისე, რომ ამ ხუმრობის გასაჯაროების შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით, რამდენჯერ გიგინებიათ უფროსისთვის, მეზობლისთვის, მთავრობისთვის ხოლო შემდეგ გინების ადრესატთან გიქეიფიათ კიდეც.

ასეა, ჩვენ გვინდა სივრცე სადაც მხოლოდ ჩვენ და ის ადამიანები არიან რომელთაც იქ შემოვუშვებთ.

გიფიქრიათ იმაზე რა ცუდია ცხოვრება ისეთ გარემოში სადაც შენი სიტყვები შეიძლება ჩაიწეროს თანამშრომელმა, მეგობარმა ვიღაც ახლობელმა და შინაურმა.

ახლა რაც შეეხება თათია სამხარაძეს.

მე ვარ ის კაცი, რომელმაც ეს გოგო ტასო ბარნოვად აქცია, სამხარაძე მარტის თვეში როცა "შევიწროვებული" იყო "სარკესთან" ინტერვიუში წერდა თუ რა ძვირფასი ადამიანი ვარ მისთვის. ჩემს ცოლს პირად მიმოწერაში ეუბნებოდა რომ საოცრად დადებითი აურა აქვს და მისი და ჩემი შვილის ნახვა უნდა. 3 წლის ურთიერთობის მანძილზე ათასი რამ აქვს ჩემთვისა და ჩემი ცოლისთვის ნათქვამ-მოწერილი. მათ შორის პირად თემებზე. მის შეყვარებულებზე, ქმარზე, ოჯახურ ამბებზე და მისთ. რა ვქნათ ახლა, ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა? მოეწონება ეს თათია სამხარაძეს?

რა თქმა უნდა არა!

სასამართლო დაამტკიცებს რომ არანაირი მოძალადე მე არ ვარ!
ამას იტყვის პროკურატურაც!

რა თქმა უნდა თათია სამხარაძე არაა ამ ისტორიის გასაღები. ეს არის ისტორია ჩემი და ჩემი გუნდის წინასაარჩევნოდ
"იმედიდან" მოსროლისა. ამაში ხელისუფლებას არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ეს ქართული მედიის ახალი ჩრდილოვანი მმართველების ჩადენილია!

არის ჯგუფი რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს! ჯგუფი ძლიერი და გავლენიანი. სწორედ მათ თამაშს შევეწირე.

მაგრამ ყველაფერი თავის დროზე!

ახლა კი ბრძოლის დროა!

უღრმესი მადლობა ჩემს ცოლს და ოჯახს. ბოდიში რომ ამ შარში გაგხვიეთ. მე არა ვარ ღირსი ასეთი თანადგომისა მაგრამ ვგონებ იღბალი მაქვს ისეთი, რომ ხშირად დაუმსახურებელ მხარდაჭერის ხელს მიწვდიან ხოლმე.

ყველას, განსაკუთრებით იმათ ვისაც არ მოვწონვარ. გთხოვთ სასამართლოს განაჩენამდე შეინარჩუნოთ მინიმალური ობიექტურობა!

მადლობთ ყურადღებისათვის“-წერს შალვა რამიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42