"ნუ კიცხავთ ბავშვებს. არ შეგვიქმნია მათთვის ის ატმოსფერო, მათზე სიცილის უფლება რომ მოგვეპოვებინა " - ნათია ფანჯიკიძე
სოც.მედია - 13:57, 11 Apr, 2016     3616
ნათია ფანჯიკიძის ფეისბუკპოსტები და ბლოგები, მუდმივად იწვევს საზოგადოების ინტერესს.დღეს, ნათიამ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბავშვებს ეხება.

"ნუ კიცხავთ ბავშვებს. არ შეგვიქმნია მათთვის ის ატმოსფერო, მათზე სიცილის უფლება რომ მოგვეპოვებინა. ბავშვებს ყველა პრობლემა უფროსების გამო ექმნებათ და ზრდასრულობამდე იძულებული არიან ჩვენი შექმნილი გარემოს მსხვერპლი იყვნენ, ზრდასრულობაში კი შეუიარაღებელი აღმოჩნდებიან საიმისოდ, რომ უკეთესი ფსიქოლოგიური ველი თვითონვე შექმნან. ყველა მაგალითი ჩვენ მივეცით, რუსეთის მიმართ კუდის ქიცინით, გაუნათლებლობის მხარდაჭერით, იდეალების არქონით, კონფორმიზმით, ყველა ბოროტების მიმართ მორჩილებით, ერთმანეთის მიმართ აგრესიით და დაუნდობლობით, ჩვენი დაღლილობით და ნევროტულობით, მხოლოდ ვიწრო წრისთვის არსებული ომებით და მათ პარალელურად საზოგადოების უდარდელობით, გულგრილობით და ქეიფით. ჩვენ ვერ გავარჩიეთ ფასეული უფასურისგან, ვერ მოვითხოვეთ კომპეტენტურობა და ვერ ჩამოვაყალიბეთ მათი მომავლისთვის სასურველი გარემო. ჩვენ გავექეცით ცხოვრებას ნარკოტიკებში და დეპრესიაში, დღევანდელი კვერცხის დევნაში. ახლა კი იმის ნაცვლად, მეტი ძალით ვცდილობდეთ რეალური გზების ძიებას, როგორ შევუქმნათ ქვეყნის დონეზე მათ უკეთესი პერსპექტივა, კედლიდან კედელზე დაგვაქვს ვიდეოდასტური, თურმე რა უვიცი თაობა გვეზრდება და ვგესლავთ ისედაც ჩვენს გესლში მოწამლულ ბავშვებს.
ბოდიშს გიხდით ბავშვებო ყველაფრისთვის" - წერს ფანჯიკიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42