საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადება
პოლიტიკა - 11:55, 11 Apr, 2016     2179

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს:

„ნატოს ვარშავის სამიტამდე, რომლის მოახლოებასთან ერთად, საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს, მინდა კიდევ ერთხელ ცხადად განვაცხადო ჩვენი ქვეყნის მტკიცე და ურყევი კურსის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ეს კურსი არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილებას. ეს არის ჩვენის ქვეყნის ურყევი ნება, არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ეს კურსი ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს თვითმყოფადობას შეესაბამება. სწორედ ამიტომ ყველა საწინააღმდეგო მოსაზრება უსაფუძვლოა და პესპექტივა არ აქვს.

ალიანსის ოფიციალურ წარმომდგენლებს, ყველაზე მაღალ დონეზე, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველო ღირსია გახდეს ნატოს წევრი, ვინაიდან პასუხობს პოლიტიკური ბლოკის სტანდარტებს და ამასთან ერთად ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის აღიარებული ლიდერია. სწორედ ამიტომ, ჩვენი შეუქცევადი სვლა ევროპისკენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით მალე დამატებით სტიმულს მიიღებს.

ამასთან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიკოსი და რეალისტია. თანამედროვე მსოფლიოს რთულ ვითარებაში არსებული პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, ის არ ქმნის არარეალურ მოლოდინებს საზოგადოებაში. ჩემი ღრმა რწმენით, თვით პროცესიც ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე არანაკლებ სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც საბოლოო მიზანი - ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება. ეს პროცესი საქართველოს წინსვლის, რეფორმებისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობას აძლევს ამერიკელი და ევროპელი საიმედო პარტნიორების დახმარებით, გაატაროს წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმა, ააშენოს სტაბილური საზოგადოება ინსტიტუციონალური დემოკრატიის საფუძველზე. ყოველივე ეს, დამოუკიდებელ სასამართლო ორგანოებთან, თავისუფალ მედიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, ჭეშმარიტ პოლიტიკური პლურალიზმთან და განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, განასხვავებულს ხდის ბოლო წლების საქართველოს რაც ვარშავის სამიტის გზაზე წარმატების საწინდარია.

2012 წლის შემდგომ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა, რომ ატარებს ღია, ტრანსპარენტულ პოლიტიკას, რომელიც დამყარებულია დასავლურ ღირებულებებსა და იდეალებზე. ამას აღიარებენ ქართულ საზოგადებაშიც და საქართველოს ფარგლებს მიღმაც. დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იდეალურები, მაგრამ საკუთარ თავზე მუდმივად ვმუშაობთ. ნებისმიერი საუბრები იმაზე, რომ საქართველომ შესაძლოა თავისი კურსიდან გადაუხვიოს, არის შეუსაბამო, ხოლო დისკუსიები ამ თემაზე სხვა არაფერია, თუ არა ცხადი მაგალითი თავისუფალი აზრის გამოხატულებისა ჩვენს საზოგადოებაში. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი არ უნდა გახდეს ქვეყნის შიგნით სპეკულაციების საგანი, ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს, რადგან სხვადასხვაგვარი ილუზიების გაჩენას უწყობს ხელს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. განსაკუთრებით ეს უნდა კარგად გაიგოს და მიიღოს რუსეთმა. ჩვენ ვემხრობით თანასწორუფლებიან პარტნიორობას, მაგრამ ჩვენი სუვერენული უფლებაა ავირჩიოთ განვითარების ვექტორი საქართველოსთვის. ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის, მაგრამ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

ჩვენი გზა არ არის მარტივი და ეს კარგად გვესმის. ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველომ გაიარა იმაზე მეტი გამოცდა, რაც სხვა ქვეყნებს ასწლეულობის განმავლობაშიც არ განუცდიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც გარანტირებულად სამართლიან, ღია, პატიოსან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება, ჩვენი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან მხარდაჭერის მკაფიო სიტყვებს მოვისმენთ. მწამს, რომ ნატოს სამიტის გადაწყვეტილებები და მათი განხორციელების პროცესი გახდის ჩვენს ქვეყანას უფრო ძლიერს, დემოკრატიულს, სტაბილურს, შინაარსიანს, ფუნქციონალურს, ანუ ჭეშმარიტად ევროპულს“, - ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42