აშშ-ს ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა ტორნტონის თქმით კვლევას ახალი მიმართულება ეკონომიკა დაემატა.
„გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარეთ, თითქმის 4 ათასი ადამიანია გამოკითხული , დღეს შედეგების მხოლოდ ნაწილს გამოვაცხადებთ, რომელიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს. ასევე მოიცავს სრულიად ახალ მიმართულებას ესაა ეკონომიკა. ძალიან საინტერესო ნაწილია და აჩვენებს რა გავლენა მოახდინა ლარის დევალვაციამ ადამიანების ცხოვრებაზე, როგორი შეხედულება აქვთ ეკონომიკაზე. დღეს ასევე გამოვაქვეყნებთ კვლევას საგარეო საკითხებზე, ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებით. კვლევის დანარჩენ ნაწილს ოთხშაბათს გამოვაქვეყნებთ, ეს იქნება სხვადასხვა ინსტიტუციების ლიდერების რეიტინგები, ასევე რა თქმა უნდა პარტიების მხარდაჭერის დასამომავლო არჩევნების რეიტინგებიც.“- განაცხადა ტორნტონიმ.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, მ. კოსტავას 14.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






