‪არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ
პოლიტიკა - 10:28, 11 Apr, 2016     690

კამპანია ”‎ეს შენ გეხება”-ს წევრები საქართველოს პრემიერმინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას სთხოვენ:

"როგორც მოგეხსენებათ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ინიციატივით მიმდინარე კამპანია რამდენიმე წელია ითხოვს პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით ქვეყანაში ეფექტური საკანონმდებლო რეფორმების განხორციელებას, პირადი ცხოვრების ხელყოფის სისტემური დანაშაულის გამოძიებას, დანაშაულში ჩართული პირების, ისევე როგორც, დანაშაულებრივი სისტემის შექმნისთვის გამოყენებული მეთოდების გამოვლენას და მათგან სამართალდამცავი სისტემის გათავისუფლებას.

გასულ წლებში პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ორგანიზებული პრაქტიკა, პოლიტიკური შანტაჟისა და ტოტალური კონტროლის მეთოდები პრობლემის სისტემურ და ფართომასშტაბიან ხასიათზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივად აქტიური პირები კვლავაც საუბრობენ მათ მიმართ უკანონო თვალთვალისა და შანტაჟის განხორციელების ფაქტებზე. ხსენებული გარემოებები მიუთითებს, რომ ბოლო წლებში გატარებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა სრულყოფილად ვერ უპასუხა არსებულ გამოწვევებს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საკითხი კვლავ კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიებამ ჯერ კიდევ ვერ გასცა პასუხი სისტემურ დანაშაულს და მასთან დაკავშირებულ კითხვებს. დაუსჯელობამ კი ახალი დანაშაულების ჩადენა წაახალისა. ბოლო პერიოდში საგამოძიებო ორგანოების გააქტიურება კი, რასაც რამდენიმე პირის პასუხისგებაში მიცემა მოყვა, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების და აქტიურობის შედეგია.

თუმცა, კონკრეტული საქმეების დროულ გამოძიებასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ დანაშაულებრივი პრაქტიკის და პირადი ცხოვრებით შანტაჟის დასრულებას მყარი პოლიტიკური ნება და გარდამტეხი სამართლებრივი ცვლილებები ესაჭიროება. ამისათვის კი საჭიროა:

ფარული თვალთვალისა და მიყურადების მოქმედი სისტემის ძირეული რეფორმა;

სამართალდამცავი სისტემის დაუსჯელობის პრობლემის მოსაგვარებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა;

უსაფრთხოების სისტემაში რეფორმების გაგრძელება და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება.

კამპანია აქტიურად მუშაობს თითოეული ხსენებული მიმართულებით დეტალური სამართლებრივი რეგულირების შემუშავების მიზნით. ამასთან, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ, კამპანიამ საჯაროდ გააჟღერა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის სურვილი. კამპანიას კვლავაც მიაჩნია, რომ ხსენებული სისტემური პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ნათელი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მხრიდან.

გამომდინარე აქედან,. მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ და დრო დაუთმოთ კამპანიის წარმომადგენლებთან ერთად შემდგომი რეფორმების განხორციელების საკითხის განხილვას. კამპანია კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას უახლოეს პერიოდში შეხვდეს საქართველოს მთავრობის მეთაურს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42