„მე არ ვიცი, დაგვხვდები თუ არა მომდევნო არჩევნების შემდეგ, მაგრამ შენ ნამდვილად იქნები ამ დარბაზში,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ეს საუბარი დავით უსუფაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობაში გაკეთებული ახალი დარბაზის დათვალიერების დროს შედგა.
პარლამენტის თავმდჯომარემ მომავალში პარლამენტის თბილისში გადმოსვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ მომავალ პარლამენტში თავად აღარც იყოს.
"იმედი მაქვს, თქვენი შემდეგი სიტყვით გამოსვლა ამ დარბაზში მოგიწევთ. მე დაგხვდებით თუ არა, არ ვიცი, ამას ოქტომბერი გადაწყვეტს, მაგრამ იმედია, ისეთი პარლამენტი მოვა, რომელიც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ პარლამენტი დედაქალაქში დაბრუნდება და თქვენი გამოსვლა ამ დარბაზში შედგება," - მიმართა უსუფაშვილმა მარგველაშვილს.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






