მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება ფარული კადრების საქმეზე
პოლიტიკა - 21:20, 08 Apr, 2016     13429

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა ფარული ჩანაწერების საქმეზე საგანგებო განცხადება გაავრცელა:

"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ამგვარი რამ უპრეცედენტოა საქართველოსთვის. არასდროს, არც ერთი ხელისუფლების დროს, მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა. არასდროს, ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობამდე, არ გამოქვეყნებულა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არ მომხდარა ამის გამოყენება პოლიტიკური შანტაჟისა და ანგარიშსწორებისთვის. ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული ოცნება და, განსაკუთრებით, მისი ლიდერი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი, იმთავითვე ამ მეთოდს იყენებდნენ პოლიტიკურ ბრძოლაში. ამგვარად მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში და მთელი მისი მმართველობის განმავლობაში, დღემდე, უარი არ უთქვამს ამ უბინძურესი მეთოდის გამოყენებაზე. დარწმუნებლი ვარ, ბოლო პერიოდის ვიდეო ტერორიზმიც მათი ხელწერაა.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მთლიანად გადაიბარა და დღემდე აგრძელებს იმ დამნაშვეების გამოყენებას, რომლებიც, ჩემი უღრმესი მწუხარების მიუხედავად, როგორც ჩანს, თავის დროზე, ჩვენს სპეცამსახურებში მსახურობდნენ. თავისი დანაშულებრივი ქმედებებით, ამ ადამიანებმა უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენეს მთელი ქვეყანა, განსაკუთრებით კი, ქართული ძალოვანი სტრუქტურები, მათი მსოფლიოში აღიარებული მაღალი რეპუტაცია და სისტემაში გატარებული უმნიშვნელოვანესი რეფორმები. მათ მძიმე ზიანი მიაყენეს მთლიანად მაშინდელ ხელისუფლებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და პირადად მეც, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამ დამნაშვეებსაც არ მოსვლიათ თავში აზრად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. ჩემთვის და ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის, ადამიანის პირადი ცხოვვრების ხელშეუხებლობა აბსოლუტური ღირებულებაა და მისი ხელმყოფი ჩვენს პირად მტრად მიგვაჩნია.

ამგვარი შეცდომა აღარასდროს არ უნდა დაუშვას დემოკრატიულმა ხელისუფლებამ. როგორც კი ივანიშვილის დანაშულებრივ რეჟიმს მოვაშორებთ ქვეყანას, უმკაცრესად დაისჯებიან არა მხოლოდ ამ ვიდეოების გამომქვეყნებელი, არამედ მათი შემქმნელიც. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამ ხელისუფლების დროს მოხდა ამ ვიდეოების შექმნა, თუ ჩვენი მმართველობის დროს - ამ სიბინძურის ავტორები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. თუმცა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. ჩემი ღრმა რწმენით, ისინი, ვინც ამგავრი რამ თუნდაც საკუთარი უყურადღებობით დაუშვა საკუთარ უწყებაში, აღრასდროს უნდა დაბრუნდნენ ქართულ პოლიტიკაში. მათი ადგილი არ არის ახალი საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა დამსახურებებიც არ უნდა ჰქონდეთ ქვეყნის წინაშე. დამსახურებისთვის ყველას უნდა ვუთხრათ მადლობა, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების და მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის დამარცხების შემდგომ, ქვეყნის მართვა უნდა გავაგრძელოთ იმ ადამიანების მეშვეობით, ვის მიმართაც საზოგადოებას არა აქვს კითხვის ნიშნები წარსულში მათი მოღვაწეობის გამო. უფრო მეტიც, ძირითადი აქცენტი უნდა გავაკეთოთ განახლებაზე. ახალ საქართველოს ქვეყნის მშენებელთა ახალი ტალღა სჭირდება. ბევრი ახალი და წარმატებული ადამიანი პოლიტიკაში - ამაშია ქვეყნის წარმატების გასაღები!." - აცხადებს სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42