"ქართული ოცნება" პარტიასთან ვასილ ლელუაშვილის კავშირს კატეგორიულად უარყოფს
პოლიტიკა - 18:14, 08 Apr, 2016     1662
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ვასილ ლელუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს. პარტია გარდაბნის არჩევნების საორგანიზაციო მუშაობაში ვასილ (ვაჟა) ლილუაშვილის რაიმე სახით ჩართულობას უარყოფს:

"დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ, თითქოს, პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ვაჟა ლელუაშვილი ჩართული იყო გარდაბნის გამგებლის 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

„ქართული ოცნება“ ცალსახად აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან. გარდაბნის არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო შტაბის მუშაობას წარმართავდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ხოლო ადგილობრივ შტაბს ხელმძღვანელობდა - ვანო მირიანაშვილი. ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით (!) არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის ავტორებთან ერთად, აღნიშნული ცრუ ინფორმაცია არაერთგზის გააჟღერეს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, დაიცვან პოლიტიკური ეთიკის სტანდარტები და ნებსით თუ უნებლიეთ არ შეუწყონ ხელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42