ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური დეკრიმინალიზაცია, საპენსიო რეფორმა - ,,თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური პროგრამა
პოლიტიკა - 16:36, 08 Apr, 2016     1671
"თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილი წარადგინეს. ალასანიას გუნდის ეკონომიკური პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები ასე გამოიყურება: - მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და მოგების გადასახადის გაუქმება.

ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე პროგრამის დეტალებზე "ნიუპოსტი" პარტიის წევრს, დეპუტატ დავით ონოფრიშვილს ესაუბრა.

- სწრაფი ეკონომიკის ზრდა - ეს არის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, როგორც ვიცი ამ მიმართულებით თქვენ აქტიურად მუშაობთ. "ნიუპოსტის" მკითხველს განუმარტეთ "თავისუფალი დემოკრატების" ეკონომიკური პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები...

- ჩვენი, "თავისუფალი დემოკრატების" მიზანია, რომ საქართველოში მოსახლეობა ცხოვრობდეს უკეთ. მატერიალურად წელში გამართვას და კეთილდღეობას მოსახლეობას წლების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ჰპირდებოდა, მათ შორის "ქართული ოცნება", თუმცა მმართველობის 4 წლის თავზე მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, დიდი ნაწილის მდგომარეობა კი კიდევ უფრო გაუარესდა. იგივე სურათი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროსაც. ის იყო რეპრესიული რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ბიზნესის კეთებას კი არ უმარტივებდა, ხშირ შემთხვევაში ატერორებდა და ხურავდა ბიზნესებს.

- რა გეგმა გაქვთ თქვენ, როგორ აპირებთ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას?

- ამისთვის საჭიროა მთელი რიგი ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება და ამავე დროს აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეინარჩუნებს მაკროეკონომიკურ გარემოს და მაღალ ეკონომიკურ ზრდას. მაკროეკონომიკური სტაბილურობა გულისხმობს იმას, რომ ინფლაცია არის სტაბილური 3-4 % - ის დონეზე. ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს საშუალოდ 6 -7 %. რაც შეეხება გაცვლით კურსს, ის უნდა იყოს სტაბილური და არა ის, რაც 2 წლის წინ მოხდა. მსოფლიოში მომხდარი კრიზისი ძალიან მძიმედ გადაიტანა მოსახლეობამ და ბიზნესმა. საერთო ეკონომიკური ზრდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო ოთხი წლის მონაცემებით იყო 4 % ის ფარგლებში, სამწუხაროდ ზრდის დაპირებისა იგივე ნიშნულია "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. მე თავშიც გითხარით, რომ რომ მთელი რიგი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით "თავისუფალი დემოკრატები" შევძლებთ საშუალო ეკონომიკური ზრდა 6-7 % იყოს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი ამოცანაა, განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. მოქალაქეებს უნდა გაუადვილდეთ გადასახადების გადახდა. საგადასახადო კოდექსში მთელი რიგი ცვლილებები ჩვენი აზრით, მიკრობიზნესის უფრო მეტად წაახალისებს. დღეის მდგომარეობით, მიკრობიზნესის სტატუსი ფიზიკურ პირებს მიენიჭებათ, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში 30 ათასს ლარს არ აღემატება. ჩვენ გვინდა ემ მოცულობა 50 ათას ლარამდე გავზარდოთ. შესაბამისად, ამ სტატუსის მქონე ადამიანებს უფრო მეტი შეღავათები ექნებათ. აუცილებელია ფიქსირებული გადასახადის არეალის გაფართოვება, რაც გადამხდელთა რიცხვს გაზრდის. აუცილებელია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. როცა ადამიანები ძალიან მცირე ტიპის ეკონომიკურ დანაშაულს ჩადიან ისინი პირდაპირ ციხეში არ უნდა მიდიოდნენ. პირველ ჯერზე ისინი უნდა ჯარიმდებოდნენ, განმეორებით ჩადენილი დანაშაულის, ან მსხვილი ტიპის დანაშაულის დროს უნდა იწყებოდეს სისხლის სამართლებრივი დევნა.

- დასაქმება ყველაზე მტკივნეული თემაა ამომრჩევლისთვის...

- სამუშაო ადგილების შექმნა მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებით. მთავარია ადამიანს მისცე შესაძლებლობა, გამოიმუშავოს ფული. როცა ადამიანს ეუბნები, რომ თუ მას აქვს ბიზნესი არ გადაიხდის მოგების გადასახადს არ გადაიხდი დღგ-ს და იხდი იმ გადასახადს, რაც იქნება შენთვის გასაგები. ეს არის ის, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებს დაიწყონ ბიზნესი. ჩვენი მოსაზრებით, მცირე ბიზნესი აქტიურად უნდა დააფინანსოს სახელმწიფო ფონდებმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ერთი და იგივე სახეები არ უნდა ქმნიდნენ ბიზნესს. ევროპასა და აშშ-ში მთლიან შიდა პროდუქტს 75 %- ზ მეტს ქმნიან, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. საქართველოში კი მხოლოდ 25 %-ა. ძირითადი შემოსავლები კი საშუალო და მსხვილი ბიზნესისგან შემოდის. ამის ცვლილება 20 წელია ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა. ჩვენ ამის ძალა და რესურსი გვაქვს.

- მცირე ეკონომიკური დანაშაულზე სასჯელის მოხსნის ინიციატივა, ასევე მოგების გადასახადის გაუქმების პირობა დადო ახალმა პრემიერმაც, როგორც ჩანს კვირიკაშვილისა და თქვენი ეკონომიკური ხედვები ერთმანეთს დაემთხვა...

- მოსახლეობას და ჟურნალისტებს ახსოვთ, რომ ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატები" ჯერ კიდევ ზაფხულში, ვსაუბრობდით, როცა ეკონომიკური პროგრამის ნაწილი წარუდგინეთ მედიას. ჩვენ მივესალმებით, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამიდან 2 საკითხი ახალმა პრემიერმა წარადგინა. თუ ეს პროექტი ისე განხორციელდა, როგორც ამას ჩვენ ვამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება. ჩვენი ხედვის თანახმად, მოგების მხოლოდ იმ ნაწილის დაბეგვრა უნდა მოხდეს, რომელიც დივიდენდის სახით გადის საწარმოდან. რაც დარჩება საწარმოში დარჩენილ მოგებას, რომელიც მის განვითარებასა და ახალი სამუშაოების შექმნას უნდა მოხმარდეს, ის არ უნდა დაიბეგროს. ფინანსური პოლიციის იმ სახით გაუქმება, რომელიც დღეს არის ჩვენ მიერ იქნა დეკლარირებული.

- რას გულისხმობთ "ფინანსური პოლიციის" გაუქმებაში?

-ფინანსური პოლიცია დამსჯელ რაზმს უფრო ჰგავდა. ჩვენი აზრით არ შეიძლება საგამოძიებო პარალელურად შედიოდეს კომპანიებში. უნდა იყოს საგადასახადო სამსახური, რომელიც მოახდენს შემოწმებას და თუ აღმოაჩენს კრიმინალური დანაშაულის ნიშნებს მხოლოდ მაშინ უნდა გადაეცეს ეს საქმე საგამოძიებო ორგანოს.

- თქვენს ეკონომიკურ პროგრამაში ინვესტიციების მოზიდვაზეც არის საუბარი, მკითხველს განუმარტეთ, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?

- პირველ რიგში შესაბამისი გარემო უნდა გაუმჯობესდეს. უნდა იყოს ნაკლები ბიუროკრატია. უნდა იყოს ერთი კარის პრინციპი. უნდა მომზადდეს მსხვილი პროექტები, რომელიც გათვლილი იქნება მეტი ინვესტორის დაინტერესებაზე და არა ისე როგორც ეს ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის დროს ხდებოდა. როცა ინვესტორებს შს სამინისტროში და კანცელარიაში უხდებოდათ იმის გარკვევა რა რაოდენობის ფული ჩაედოთ. გარდა ამისა აუცილებელია ექსპორტის წახალისება. ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის მიუხედავად, პრაქტიკულად ამ შესაძლებლობას ვერ ვიყენებთ. მეტი სიცხადისთვის:2015 წლის შედეგით ექსპორტი 23 % - ით იყო შემცირებული. ინვესტიციებიც 20-25 %-ით შემცირდა 2014 წელთან მიმართებაში. აუცილებლად მხარდასაჭერია თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთანაც. მნიშვნელოვანია რეგიონალური განვითარება. დიდი პროექტების გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა მეტი ტემპით უნდა განხორციელდეს. ამასთან ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ყველა სოფლის გაზიფიცირებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საერთოდ არ უნდა არსებობდეს წყლის და ელექტროენერგიის პრობლემა. ხელისიუფლება არ ფიქრობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, თუნდაც ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით. კასპში 20 ოჯახისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის დაიხარჯა მილიონები, როცა ბოძებისა და სადენების ნაცვლად ამ ადამიანები მომარაგება მზის ენერგიით იყო შესაძლებელი. არსებობს სპეციალური ხელსაწყო, რომლის დამონტაჟება შეიძლება სახურავზე. ასე უამრავ დროს და რაც მთავარია, ფინანსებს დაზოგავდა ბიუჯეტი.

- არის თუ არა რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომ საქართველოს მოქალაქე პენსიონერებს პენსია გაეზარდოთ?

- "ქართულ ოცნებას" თავის დაპირებებში ჰქონდა საპენსიო რეფორმა, მაგრამ ამასაც ვერ მოაბა თავი. ამასობაში კი დაიკარგა ის 13-15 წელი რომელიც სჭირდება ამ რეფორმის განხორციელებას. უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის შენარჩუნება და ამის პარალელურად კი უნდა შეიქმნას ნებაყოფლობითი დაგროვების სისტემა. ადამიანი ვინც ჩართული იქნება პროგრამაში შემოსავლიდან 2 % -ს დადებს, დამქირავებელიც 2 % -ს გამოუყოფს სახელფასო ფონდიდან და სახელმწიფოც 2 % - ით დაეხმარება. ეს ხანგრძლივი პროცესია თუმცა მხოლოდ ასე შეიძლება პენსიის მნიშვნელოვნად მომატება.

- "უიმედო ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის" იდეა თქვენ გეკუთვნით. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უკვე წარადგინეთ, რას გულისხმობს პროექტი?

- ამ კანონპროქტის ამოქმედების შემთხვევაში, ათასობით ჩვენს მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა განთავისუფლდეს უიმედო სესხის და სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან, ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებული შიდა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაშია. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრი ფიზიკური პირია, რომლებიც წლებია ვეღარ იხდიან, ვერ ემსახურებიან სესხებს, ვერ იცავენ იმ საკონტრაქტო ვალდებულებას, რაც ბანკსა და ფიზიკურ პირს შორის იყოს დადებული. ამის შესახებ ცნობილია ბანკისთვისაც. ეს ინიციატივა ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს აქვს ადრე აღებული სესხი, რომელსაც ვერ ემსახურება და ბანკსაც თავისი შიდა პროცედურებით, უკვე ჩამოწერილი და რეზერვირებული აქვს, როგორც უიმედო სესხები.

ჩემი ინიციატივის თანახმად, თუ უიმედო სესხებს აპატიებს ბანკი ის არ დაიბეგრება. ასევე არ დაიბეგრება ფიზიკური პირიც.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42