ელისო კილაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ასევე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან 2013 წელს ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა იყვნენ დაკავებული გელა ხვედელიძის კაბინეტში, ხოლო მოგვიანებით ისინი თავისუფლებაზე აღმოჩნდნენ.
,,ფირების სწორედ წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული. მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქართულმა ოცნებამაც, რადგან 2013 წლის ზამთარში შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის გელა ხვედელიძის კაბინეტში მოხდა ვაჟა ლელუაშვილის და ლევან ქარდავას დაკავება სწორედ იმიტომ, რომ მათ ბრალად ედებოდა აღნიშნული დანაშაული. ამის შემდეგ ეს პირები გაათავისუფლეს და ლილუაშვილი ბევრი წელი თავისუფალი იყო. გამოძიებას ერთი ნაბიჯი დარჩა ამ ადამიანების მფარველობამდე და ეს ადამიანია ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვლი და ზვიად ჯანყარაშვილი“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
მისი თქმით, ლილუაშვილმა პრემიერობისკენ მიმავალ გზაზე ღარიბაშვილს ფასდაუდებელი სამსახური გაუწია. მისი მეუღლე მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში საკმაოდ მაღალ თაბამდებობაზე და ღარიბაშვილის მიღებაზე ის იყო სასურველი სტუმარი.
მასალის გამოყენების პირობები






