„კიდევ ერთი ბრიფინგი ვიხილეთ პროკურატურის და როგორც მოსალოდნელი იყო მიმდინარე ვიდეოშანტაჟზე და კადრების გავრცელებაზე არაფერი არ ითქვა. არადა უკვე ზედაპირზე დევს ვიდეოშანტაჟისტების პოლიტიკური მოტივაციაც და მოტივებიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ბრიფინგებზე იმეორებენ იგივე გზავნილებს, რაც ამ ვიდეოშანტაჟშია.
რაც შეეხება ვაჟა ლელუაშვილს 2012 წლიდან ეს ადამიანი დაპატიმრების შიშით თანამშრომლობს ძალიან მჭიდროდ ქართულ ოცნებასთან, ის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ფაქტიური მმართველი და არაფორმალური ხელმძღვანელი იყო გარდაბანში და 2012 წელს ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ოპოზიციონერი დეპუტატების „ოცნებაში“ გადაბირების საქმეში. ასე, რომ დღევანდელ განცხადებაზე უნდა ითქვას, რომ არაფერი ახალი გამოიძიებას არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, ვინ ავრცელებს ვიდეოებს.“
მასალის გამოყენების პირობები






