საპარტნიორო ფონდი ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა და რომანოვების სასახლის გადმოცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:07, 08 Apr, 2016     1086
ბორჯომ-ლიკანის ტერიტირიაზე მდებარე რომანოვების სასახლისა და ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის გადმოცემასთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდი განცხადებას ავრცელებს. „ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია განვითარებისთვის და სამართავად საპარტნიორო ფონდს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 25 წლიანი მართვის უფლებით გადმოსცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საპარტნიორო ფონდს დაევალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად განახორციელოს რომანოვების სასახლის რესტავრაცია/რეაბილიტაცია და განვითარება. რესტავრაცია/კონსერვაციის პროექტის მომზადებაში ჩართულნი იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტები. რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი. საპარტნიორო ფონდმა უნდა განახორციელოს სხვადასხვა სახის სამუშაოები, მათ შორის რომანოვების სასახლის შენობაში მუზეუმის მოწყობა, მუზეუმში განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნივთების რესტავრაცია/კონსერვაცია, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე შემუშავდება მიმდებარე ტერიტორიის 7 ჰექტარი პარკის განვითარების გეგმა.

პროექტის განხორციელების პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რადგან გაცნობიერებული გვაქვს ძეგლის კულტურული ღირებულება, მისი ისტორიული მნიშვნელობა და მის მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესი.

რაც შეეხება საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის მოთხოვნას, რომანოვების სასახლე სამართავად გადაეცეს ეროვნულ მუზეუმს, ეს საკითხი საპარტნიორო ფონდის კომპეტენციას სცილდება.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მზად არის ბორჯომ–ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დარგის სპეციალისტებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან განიხილოს.

7 აპრილს, საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა მთავრობის მიერ ბორჯომ–ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლის ფონდისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და საპარტნიორო ფონდს ყველა იმ დოკუმენტის გასაჯაროვება მოსთხოვა, რის საფუძველზეც განხორციელდა სასახლის ფონდის მმართველობაში გადაცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42