პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილიმა პრეზიდენრტის მიერ არჩვენების თარიღის 6 თვით ადრე დასახელების მოტივი ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით თარიღის დასახელება პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოს შექმნის იდეას ემსახურება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში რჩება:
„პრეზიდენტის მთავარი მოტივი გამოცხადებულიყო არჩევნები 6 თვით ადრე განპირობებული იყო პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოს შექმნის იდეით, ამავდროულად იმ შესაძლებლობით, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ მეტი დრო უკეთ მომზადებულიყვნენ და ამავდროულად გათვალისწინებული ყოფილიყო ყველა სხვა ადმინისტრაციული-საბიუჯეტო დეტალი. ასე რომ ეს გადაწყვეტილება არის ცხადია ძალაში და ჩვენ ველოდებით არჩევნებს 8 ოქტომბერს.“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






