ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორების ერთობლივი საგანგებო მიმართვა
პოლიტიკა - 14:25, 08 Apr, 2016     1647

ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, სადაც საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავენ:

"სკოლამდელი განათლების სისტემა არის მნიშვნელოვანი საფუძველი, როგორც ბავშვის/მოქალაქის, ასევე მთლიანად ჩვენი საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის.

უკვე რამოდენიმე წელია სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა, ტოტალიტარულ სისტემიდან - აღსაზრდელზე/ინდივიდზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლაზე და ფართოდ იყო მხარდაჭერილი საერთაშორისო პარტნიორების (მ.შ. UNICEF, WORLD VISION...) მიერ.

ჩვენ, ჩვენ პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად აქტიურად ვნერგავდით თანამედროვე მიდგომებს, რაც მრავალგზის დადასტურებული იყო, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი ექსპერტების მიერ.

ეს ბაღები იყო ამ რეფორმების განხორცილების წარმატებული მაგალითები საუკეთესო პრაქტიკების ცენტრები და ცვლილებების, ინოვაციების პრომოუტერები როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისათვის.

ბაგა-ბაღების სააგენტოს როლი მოიაზრებოდა როგორც სწორედ ამ რეფორმების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

სამწუხაროდ, თავისი არაპროფესიონალიზმით, რომელმაც მიიღო სისტემური ხასიათი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რეფორმების ხელშეწყობის ნაცვლად დაუპირისპირდა რეფორმებს.

ეს გამოიხატება მათ შორის პროფესიონალური კადრების სისტემატიური განთავისუფლებით, ჯერ სააგენტოდან შემდეგ კი უკვე ბაღებიდან, მაშინ როცა პარალელურად ხდება სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობის/ხარჯების ერთი მესამედით გაბერვა და ნეპოტიზმის საფუძველზე არაპროფესიონალების დაწინაურება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის არაპროფესიონალიზმი, საფრთხეს უქმნის რეფორმებს, რომელიც მიმდინარეობს სკოლამდელი განათლების სფეროში: ვერტიკალურად მართული ნეპოტისტური სისტემა ვერ შექმნის გარემოს თავისუფალი და მომავალზე ორიენტირებული ახალი თაობის განვითარებისათვის, ამგვარად, საფრთხე ექმნება შემდეგი თაობისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.

მიუხედავად ჩვენი მხრიდან მაქსიმალური კონსტრუქტივიზმისა და ბევრი მცდელობისა საკითხი გადაგვეყანა პროფესიონალური დისკუსიის ჭრილში, თბილისის მერი და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმღძღვანელობა გაურბის პროფესიონალურ დონეზე საკითხის განხილვასა და დისკუსიას და ცდილობს საზოგადოების დეზინფორმირებას და პროცესის მიჩქმალვას ან ჩვენთვის პოლიტიკური იარლიკების მოკერების გზით საკითხის პოლიტიზაციას.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის შემოწმება, ნებისმიერი მიუკერძოებელი კომისიის მიერ, ნათელს მოჰფენს რეალობას, რომ რა საბაბითაც მოხდა დირექტორების განთავისუფლება, არის მართვის სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც დანერგილია სააგენტოს მიერვე მის დაქვემდებარებულ უკლებლივ ყველა ბაგა-ბაღში და შესაბამისად ამ პრაქტიკის გამოყენების გამო დირექტორების დასჯა სულ ცოტა არაადეკვატურია, ხოლო მხოლოდ ნაწილის დასჯა მიზანმიმართული უკანონობა და დევნა.

დღესდღეობით სააგენტოს მხრიდან მიდის ზეწოლა ბაღის მოქმედ დირექტორებზე, მათი დაბარება სააგენტოში, მათი დაშანტაჟება და დაშინება, სწორედ ჩვენი მდგომარეობით, ამიტომ არის რომ ბევრი მათგანი ვერ ბედავს ღიად არსებულ პრობლემებზე საუბარს.

ჩვენ, როგორც პროფესიონალები ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას სფეროს განვითარებაზე და ვაცნობიერებთ რა ამ სფეროს განვითარების მნიშვნელობას საზოგადოებისა და ქვეყნისათვის,

ვიწყებთ არსებული პრობლემების გარშემო პროფესიულ დისკუსიებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ამ საჯარო დისკუსიებში რომლის მიზანიც იქნება:

1. საკითხების პოპულისტური ჭრილიდან, პროფესიულში გადატანა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირები ასევე დარგის ექსპერტები, პრაქტიკოსები, მშობლები, დაინტერესებული საზოგადოება, რათა შემუშავდეს ერთიანი გაზიარებული ხედვა სფეროს განვითარების და რეკომენდაციები შექმნილი პრობლემების დაძლევის.

2. საზოგადოებრივი კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავს და შეაფასებს, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევას ასევე სხვა ქეისებს. შეიმუშავებს რეკომენდაციებს მენეჯმენტთან დაკავშირებით და სააგენტოს როლის შესახებ ამ სფეროში",-ნათქვამია ბაგა-ბაღების მიერ გათავისუფლებული დირექტორების ერთობლივ მიმართვაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42