რესპუბლიკელი მინისტრები პოსტებს აგვისტოში ტოვებენ
პოლიტიკა - 14:14, 08 Apr, 2016     2401
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის განცხადებით რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებს აგვისტოს თვეში დატოვებენ. აღნიშნულ თემაზე ხათუნა სამნიძემ გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ვეყნის სტაბილურობისა და საგარეო კურსის ერთ-ერთი გარანტია კი სწორედ ისაა, რომ თავდაცვის მინისტრი წამდაუწუმ არ იცვლებოდეს. ველი, რომ იგივე პრიორიტეტები აქვს პრემიერსაც. ვფიქრობ, ის მზადაა თანამშრომლობისთვის და არ სურს, ქვეყანაში კითხვები გაჩნდეს. სწორედ ამიტომ

პარტიის ხარჯზე, ვტოვებთ მინისტრებს პოსტებზე და ამის გამო, ჩვენი მისამართით ბევრი კითხვა ჩნდება. ახლა ვმუშაობთ სიის ფორმირებაზე და ცოტა ხანში, მინისტრებთან ერთად გადავწყვეტთ, მათგან ყველა იქნება სიაში, არცერთი თუ რომელიმე და ვინ შეინარჩუნებს პოსტს ბოლომდე. ეს აქამდე არ მითქვამს, თუმცა ვფიქრობ, ხალხს უნდა ვუთხრათ, როცა პარტია ძალიან აქტიურ საარჩევნო ფაზაში შევა, მინისტრები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამიტომ რეალურად, აგვისტოში ჩვენი მინისტრები წავლენ.“- განაცხადა სამნიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი მომავალში ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, ამის პირობად კი აღნიშნულ პარტიაში გიორგი კვირიკაშვილის ხედვის მქონე ხალხის გაერთიანებას ასახელებს:

„ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს პრემიერის დამოკიდებულებას ჩვენი პარტიისადმი. თუ განახლება მოხდება ,,ოცნებაში'' და პრემიერის ხედვის მქონე ხალხი გაერთიანდება, რომელსაც ასეთი აუხსნელი, გაუცნობიერებელი და არასწორი წარმოდგენები არ ექნება, მათთან პარტნიორობას არჩევნებამდე შევძლებთ. ჩვენგან ერთმანეთის სიყვარულს არავინ ითხოვს, საერთო ინტერესები გვაკავშირებს, თორემ, ჩვენც არ გვიყვარს ბევრი. თუ ,,ოცნებაში'', დღევანდელივით, რაღაც შიშები აღარ იქნება გამეფებული, მაშინ არჩევნებამდე მასთან უპრობლემოდ ვითანამშრომლებთ და შესაძლოა, პარლამენტშიც, არჩევნების შემდეგაც იყოს საუბარი თემატურ კოალიციაზე. დღეს ასეთი რეალობაა _ დამოუკიდებლად ვემზადებით არჩევნებისთვის, თუმცა არ ვამბობთ, რომ სხვა ფორმატი გამორიცხულია. ამაზე ფიქრი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგაც დავიწყეთ, რადგან ბევრი რამ ამ არჩევნებზე ფორსმაჟორში მოხდა და ,,ოცნების'' მხრიდან, გაანალიზებასა და შეცდომების გამოსწორებაზე არავის უფიქრია. ესეც კოალიციიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო. გასვლის თემაზე პარტიის ეროვნულ კომიტეტში ყოველთვის იყო დისკუსია. ყოველ 2 თვეში ერთხელ გვქონდა შეხვედრა და ვიხილავდით, რა ხდება კოალიციაში, როგორ იქცევიან პარტნიორები, ჩვენ რა როლი გვაქვს, რას ვაღწევთ, რას ვერა. რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად ჩანდა, რომ იმდენი ძალა აღარ გვქონდა და მაგალითად, ვერ ვაღწევდით წარმატებას საერთო სასამართლოების საკითხზე, მოსმენების კანონი ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, ასევე გავლენას ვერ ვახდენდით ბევრ საკითხზე საკრებულოებში.“- აღნიშნა სამნიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42