საია: სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს
პოლიტიკა - 13:31, 08 Apr, 2016     1660

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს. აღნიშნულის შესახებ საია განცხადებას ვარცელებს:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტების თაობაზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება სექსუალური შევიწროვების თემის სამართლებრივ ასპექტებზე.

საიას მიაჩნია, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება არის ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმა, რაც ქალებს აყენებს მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებასა და შრომითი ურთიერთობების შენარჩუნებას.

გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი განმარტავს დასაქმების ადგილზე სექსუალურ შევიწროებას, თუმცა, მას არ განსაზღვრავს დასჯად ქმედებად. კანონის თანახმად, დაუშვებელია შრომით ურთიერთობებში „სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიცმიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.’’[1] შრომითი ურთიერთობის გარეთ ასეთ ქმედებას კანონი სრულებით არ განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კანონი აღსრულების მექანიზმებს არ მოიცავს და ქმედებას არც სხვა საკანომდებლო აქტები არეგულირებს - რაც ნიშნავს იმას, რომ პირს, რომელიც სექსუალურ შევიწროებას სჩადის, არც ადმინისტრაციულსამართლებრივი და არც სისხლისსამართლებრივი სანქცია არ ეკისრება.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აქტები სექსუალურ შევიწროებას მიიჩნევს, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმას,[2] საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ამგვარ დებულებას არ ცნობს. შესაბამისად, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას სექსუალური შევიწროების ჩამდენ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა.

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია პირებისთვის, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას სჩადიან.[3] ქმედება უნდა ისჯებოდეს მიუხედავად იმისა, შევიწროება სამუშაო ადგილას ხდება თუ მის გარეთ.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლები შესაძლოა გახდნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ამის მიუხედავად, სექსუალური შევიწროება არის გენდერული დანაშაული - მის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები, ხოლო დამნაშავეებს მამაკაცები წარმოადგენენ. სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სასჯელს არ ითვალისწინებს და, ამასთანავე, ამგვარ შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლებისთვის უკავშირდება სტიგმას, დამნაშავეები სრულებით დაუსჯელი, ხოლო ამგვარი ქმედებები გამოვლენის გარეშე რჩება.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს, უსწრაფეს ვადებში მოახდინოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და კონვენციის მოთხოვნების თანახმად სექსუალური შევიწროება გახადოს დასჯადი ქმედება. ამგვარი მუხლის ძალაში შესვლამდე სასამართლომ მიიჩნიოს სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42