"მე დამნაშავე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ!"- შალვა რამიშვილი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის
სოც.მედია - 11:17, 08 Apr, 2016     13235
ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით ბრალდებები, რომელიც მის წინააღმდეგ გაისმის კამპანიურ ხასიათს იღებს და დადგმულ სპექტაკლს წააგავს. რამიშვილი სამართალდამცავებისგან აღნიშნული საქმით დაინტერესებას ითხოვს

„მეგობრებო!

როგორც ირკვევა თათია სამხარაძეს (ტასო ბარნოვა) აქვს გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომლიდანაც ჩანს რომ თითქოს მე ვანხორციელებ მასზე სექსუალურ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ მე ("მოძალადემ") გუშინწინ უკვე მივმართე პროკურატურას ამ "ფაქტის" გადასამოწმებლად ხოლო გუშინ საჯაროდ მოვუწოდე სამხრაძეს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისაკენ - "მსხვერპლი" არ აკეთებს ამას და საჯარო პრესკონფერენციას ატარებს ფემინისტებთან ერთად.

მეგობრებო!

მე ვიცი რომ ზოგიერთ თქვენგანს არ მოვწონვარ და ვძულვარ კიდეც. მე არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს არ ვყოფილვარ. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეც, იცავს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები... მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ბრალდებები, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გაისმის კამპანიურ ხასიათს იღებს. ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს წააგავს. ჩემი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ყოველივე ან პროკურატურაში ან/და სასამართლოში გაირჩეს.

ახლა ორიოდ სიტყვა "იმედზე": ეს მე ვარ ის კაცი, რომელიც საჯაროდ მოითხოვდა და მოითხოვს ტელეიმედისაგან ჩემი და ჩემთან ერთად 40 კაცის გაგდების მიზეზის დასახელებას. იმედია მოვლენათა განვითარება მიახვედრებს ტელევიზიის დირექტორს, რომ ჩირგვებში ჯდომა უკვე შეუძლებელი ხდება და ის მოუყვება პროკურატურას და საზოგადოებას "შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან" (ციტატა ტელევიზიის განცხადებიდან) საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზს.

ტელევიზიის საქციელი სამარცხვინოა!!! თავისი დუმილით "იმედის" დირექტორი ფაქტიურად ხელს უწყობს ჩემი მაკომპრომენტირებელი ცნობების გახმაურების პროცესს!!!

წინ გველის მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები! შევახსენებ ყველას, რომ ძალადობის მტკიცების ტვირთი არის ამ "ძალადობის" ჰიპოთეტიურ "მსხვერპლზე".

მოვუწოდებ მოქალაქეებს! დაიცავით კანონი და მიუხედავად ჩემდამი პირადი დამოკიდებულებისა სასამართლოს გადაწყვეტილებებამდე შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ ობიექტურობა.

აქვე საჯაროდ ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს და ოჯახის წევრებს. გაოცებული ვარ ჩემი ცოლის გამძლეობით, რომელიც მიუხედავად ამდენი ლაფისა მაინც გვერდში მიდგას და მამხნევებს!

მე დამნაშავე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ!“- წერს შალვა რამიშვილი ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42