შეხვედრა დავით უსუფაშვილსა და თამარ ჟვანიას შორის დასრულდა. შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, არჩევნების თარიღი არ შეიცვლება:
„რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღწეული არ არის. ჯერ ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს 10 დღე კონტრასიგნაციისთვის პაქტის გადაცემიდან, ჯერ კიდევ არის ამის დრო, ვიმსჯელებთ, კოდექსის დარღვევა არ ხდება, არავითარი სამართლებრივი ნორმა არ დაირღვევა. მე პირადად გამოვრიცხავ, რომ არჩევნების დღე შეიცვალოს, არჩევნების დღე არის ცნობილი, მაგრამ დანარჩენ დეტალებზე ვმსჯელობთ, მიდის საუბარი ყველა ვერსიაზე რაც არის დღეს საკამოთო. პრემიერის მაგივრად განცხადებას ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი კახა კოჟორიძემაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ არავითარ სამართლებრივ დარღვევას ადგილი არ აქვს:
„სამართლებრივი დარღვევები არ არსებობს. ახლა მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ არცერთ სუბიექტს არ დარჩეს რაიმე გაუგებრობა ამასთან დაკავშირებით, სამართლებრივი შეცდომა ამ საკითხში არ არის“, - განაცხადა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






