ლეონიდ ჩერნოვეცკი პარლამენტიდან უსაქმური დეპუტატების გაშვებას ითხოვს
პოლიტიკა - 16:42, 07 Apr, 2016     2136
,,ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვას ავრცლებს. ლეონიდ ჩერნოვეცკის წერილს "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"მეეჭვება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უსაქმური პარლამენტარების წინააღმდეგ წავიდეს, თუმცა საქართველოში ასეთი კანონი აუცილებელია! ის დეპუტატების მიმართ ამომრჩევლის ნდობას აამაღლებს და აიძულებს მათ საზოგადოებას კეთილსინდისიერად ემსახურონ!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს!

ღრმად პატივცემულო ბატონო დავით, მოგმართავთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის თაობაზე, რომელიც მეტად აქტუალურია ბოლო დროს საქართველოში. რაც დრო გადის მით უფრო ნაკლები ადამიანი იღებს არჩევნებში მონაწილეობას და საკმაოდ ცუდად მუშაობს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.

ასეთმა ვითარებამ შეიძლება რევოლუციური განწყობებიც კი გამოიწვიოს საზოგადოებაში, რაც პარლამენტის ქმედითუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

თქვენ შეგიძლიათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშავოთ, რომელიც მდგომარეობას არსებითად შეცვლის და მოქალაქეების თვალში დემოკრატიისთვის მებრძოლ ადამიანად წარმოგაჩენთ.

საუბარია კანონზე, რომელიც ეხება პარლამენტიდან დეპუტატების გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ დანაპირებს ამომრჩევლის წინაშე არ ასრულებენ, არ გააჩნიათ საკანონმდებლო ინიციატივები და პასიურად აგრძელებენ პარლამენტში მუშაობას.

ამ კანონის რეალიზებამ შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი შედეგები მოიტანოს, რაც გულისხმობს, როგორც ქვეყნის, ასევე მისი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას. ხალხის მართველობა ქვეყნის სათავედ იქცევა.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა, ძალიან ბევრ დეპუტატს არ შეუძლია კანონპროექტის მომზადება, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, არ ხვდებიან ამომრჩევლებს და არ აინტერესებთ მათი პრობლემები.

თითქმის დარწმუნებული ვარ, ასეთი კანონი პარლამენტში არ გავა, რადგან დეპუტატების უმრავლესობის ინტერესში ის არ შედის, მაგრამ სახელობითი კენჭისყრის შედეგად ხალხისთვის გასაგები იქნება ვინ ვინ არის, ეს მათ საშუალებას მისცემს შემდეგ არჩევნებში სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და მათი დასწრებაც არჩევნებზე უფრო მეტად გაიზრდება.

გარდა ამისა ბატონო დავით, მე ვაპირებ დაგეხმაროთ მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებაში ამ კანონის მიღების მოთხოვნით, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაძლიერებას საკუთარი ხალხის წინაშე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით ძალაუფლების მთავარ წყაროს წარმოადგენს!

პატივისცემით,

იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი,

პარტია “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი

ლეონიდ ჩერნოვეცკი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42