ამის შესახებ კვერენჩხილაძმე „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით გავრცელებული ხმები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და არც თავად აპირებს თსუ-ს რექტორის კანდიდატურაზე განაცხადის გაკეთებას:
„დადასტურებული ფაქტია ის, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. თუმცა, ის, რაც ამ შემთხვევაში ვრცელდება ჩემზე რექტორობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ეს არის სრულებით წარმოუდგენელი ფანტაზიის ნაყოფი. მე ცალსახად და კატეგორიულად გამოვრიცხავ ჩემი მხრიდან რექტორის კანდიდატურაზე განაცხადის გაკეთებას, გამომდინარე რამდენიმე გარემოებიდან. კერძოდ, უნივერსიტეტი ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი და რიგითი დაწესებულება, უნივერსიტეტი ჩემი ცხოვრების ნაწილია.
პირველ რიგში უნივერსიტეტს და საკუთარ თავს არ ვაკადრებ იმას, რომ რექტორის კანდიდატურაზე კენჭი ვიყარო. არ ვთვლი ჩემს კანდიდატურას ჯერ იმ დონეზე შესაფერისად, რომ გავბედო და ეს განაცხადი გავაკეთო“, - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცობილი გახდა გიორგი კვერენჩხილაძის მხრიდან პრეზიდენტის აპარატში დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ. მისი თქმით სამომავლო გეგმები უნივერსიტეტში მის საქმიანობას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები






