ქუცნაშვილი პრეზიდენტს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემას ურჩევს
პოლიტიკა - 14:29, 07 Apr, 2016     1052

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განცხადებით, როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდება, გამოქვეყნებიდან 24-საათში ორგანული კანონით - “საარჩევნო კოდექსით“ დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება.

ზაქარია ქუცნაშვილი ასევე პრეზიდენტს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემას ურჩევს:

“პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულება რომ ამოქმედდეს, ეს დამოკიდებულია გამოქვეყნების პროცედურაზე, თუმცა ერთადერთი გამოკლისი შემთხვევაა, როცა გამოქვეყნება ორგანული კანონის ძალით უკვე წარმოშობს ორგანული კანონით - “საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ შეზღუდვებს.

ამ შემთხვევაში, თუ ეს აქტი გამოქვეყნდება 7 აპრილს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანული კანონით “სარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული შეზღუდვები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. ამ შემთხვევაში უპირატესობა ორგანული კანონით არსებულ მოთხოვნებს ენიჭება და არა “ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით დადგენილ წესს, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია თავისი ბრძანებულების გამოცემისას, მისი ამოქმედების სხვა თარიღი მიუთითოს.

“ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონი დაბლა მდგომი კანონია, ხოლო “საარჩევნო კოდექსი“ ორგანული კანონი და მაღლა მდგომი კანონია. ამიტომაც ამ შემთხვევაში ვიღებთ წინააღმდეგობას, კოლიზიას და კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესობა ორგანულ კანონს ენიჭება. ყველას მოვუწოდებ, გამოქვეყნებისა და ამოქმედების თარიღი დაემთხვას ერთმანეთს და შესაბამისი აქტი მოგვიანებით გამოიცეს - იქნება ეს მაისის, თუ ივნისის თვე, მაგრამ გამოიცეს მაშინ, როცა მისი გამოქვეყნება, ამოქმედება და საარჩევნო შეზღუდვების ძალაში შესვლა ერთმანეთთან სინქრონიზირებული იქნება“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42