ქუთაისის მერია „გირჩის“ ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელისგან 6000 ლარს ითხოვს
პოლიტიკა - 13:21, 07 Apr, 2016     1566
ქუთაისის მერია პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს 6000 ლარის გადახდას თხოვს. შესაბამისი წერილი პარტიის ოფისში უკვე მიიღეს. წერილში მერია თანხის დაფარვას 30 დღის ვადაში ითხოვს.

საქმე ეხება, ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ცამციშვილის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენს, რომლის მიხედვითაც, თემურ ცამციშვილს, ჯარიმის სახით 6000 ლარის გადახდა დაეკისრა.

"გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელძღვანელი ამბობს, განაჩენს არ ეთანხმება, მაგრამ ამის მიუხედავად, თანხას ეტაპობრივად იხდის, როგორც მას აღსრულების ბიურომ განაწლების შედეგად დაუდგინა.

ამის პარალელურად კი, ქუთაისის მერიის მიერ იგივე თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრებას, ცამციშვილი არაკანონიერად მიიჩნევს და ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

"შოთა მურღულიამ ამ საქმით დაიწყო მისი კარიერა ქუთაისში და ამავე საქმით დაასრულებს. მისი მხრიდან ამ თანხის გადახდის მოთხოვნა არის პასუხი ჩვენ პოლიტიკურ გააქტიურებაზე და ამასთანავე არის არაკომპეტენტურობის გამოვლინება, რადგან, მერიას სასამართლოს გვერდის ავლით მსგავსი ვალდებულების დაკისება არ შეუძლია",-აბობს თემურ ცამციშვილი.

ქუთაისის მერიაში პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისის ბრალდებებს პასუხობს.

"ცამციშვილმა გამოტანილი განაჩენი კარგად უნდა წაიკითხოს. მერია ედავება მას თვითმმართველობაზე მიყენებულ ზიანს, ხოლო, სასამართლომ მას დაუწესა ჯარიმა სასჯელის სახით. თუ ცამციშვილი დათანხმდება მერიისთვის მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე და გამოთქვამს სურვილს თანხის განწილვადებით გადახდაზე, მერია დაეთანხმება და განუწილადებს თანხას",- განმარტავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

2012 წელს, თემურ ცამციშვილს, ქუთაისის მერია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. საქმის მიხედვით, ცამციშვილმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული საწვავით განსაზღვრულზე 20 კილომეტრით მეტი გაიარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42