8 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად შესაძლოა რეფერენდუმიც ჩატარდეს. ამ ინციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე გამოდის. ფოფხაძის ინიციატივას არ ემხრობიან „რესპუბლიკურ პარტიაში“. თამარ კორძაიას განცხადებით, საქართველოში არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებსაც მთავრობამ და პარლამენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს:
„საქრათველოში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ნომერ პირველი თემა, დღეს საქართველოში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებზეც მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა და მთავრობამ უნდა გაამახვილონ ყურადღება. უფრო მნიშვნელოვანია სიღარიბის დაძლევა ქვეყანაში, უფრო მნიშვნელოვანია დასაქმება და ასე შემდეგ. თუ ვკითხავთ თითოულ მოქალაქეს რა აწუხებთ, ნომერ პირველი იქნება ის რაც ვთქვი და არა ის, ქალი და კაცი რომ არის თურმე ოჯახი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ფოფხაძის თქმით, საკონსტიტუციო განხილვების დროს, რომელიც ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მოსახლეობაში ეს სურვილი გამოიკვეთა. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, ამომრჩევლებს მოუწევთ პასუხი გასცენ, სურთ თუ არა, რომ კონსტიტუციაში ოჯახის ერთობის განმარტების შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






