საქართველოს სპაარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ოპოზიციასა და საპარლამენტო უმცირესობაში კომენტარები კეთდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენებას ეცდება:
„პრეზიდენტმა ამ ბრძანებულებით დაარღვია კანონი, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რა თქმა უნდა ეს ქართული ოცნების მოთხოვნით გააკეთა. იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას სურვილი აქვს გამოიყენოს ადმინსტრაციული რესურსი. ვერ მოვართვით, მაინც დამარცხდებიან არჩევნებში, მაინც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში რაც არ უნდა გააკეთონ, მაგრამ ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. რასაც სწორედ კონტრასიგნაციით უნდა უპასუხოს მთავრობამ, თუმცა ამის ილუზია ნუ გვექნება. გამოსავალი არის ის, რომ ვიფიქროთ სამართლებრივ გზებზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, პრეზიდენტის წინადადება ძალაში 8 აგვისტოს შევა და პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების საშუალება მიეცემათ. ოპოზიცია და არასამთავრობოები პრემიერს ურჩევენ პრეზიდენტს კონტრასიგნაციით უპასუხოს და მის შეთავაზებას ხელი არ მოაწეროს, რადგან ეს ყოველივე კანონდარღვევას წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






