პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსენსუსს უნდა მიაღწიონ
პოლიტიკა - 12:24, 07 Apr, 2016     1091
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში მომხდარმა ცვლილებებმა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიის განახლების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ:

„ხელმომწერ ორგანიზაციებს არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას. შესაბამისად, ამ პირობებში გამოწვევად რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემო.

ბოლო არაერთი თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად მოვუწოდებდით მმართველ გუნდს, განეხორციელებინა ძირეული ცვლილებები აღნიშნული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად. მართალია, ბოლო პერიოდში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზნით არაერთი კანონპროექტი იქნა ინიცირებული (მათ შორისაა, სპეციალურ საარჩევნო უბნების, პრემიერ მინისტრის თანამდებობის პარლამენტის წევრობის კანდიდატთან შეუთავსებლობის რეგულაციების გადახედვა), თუმცა, აღნიშნული ცვლილებები ქაოტურად, არასისტემატიზირებულად და პოლიტიკური თუ არასამთავრობო სპექტრის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებთ არ განხორციელებულა ხელისუფლებაში პოლიტიკური ნების არქონის გამო.

მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში მომხდარმა ცვლილებებმა გააჩინა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიის განახლების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობები.

ამ რეალობის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთშიც კი შესაძლებელია კონსტიტუციური ცვლილებების გარეშეც არსებულზე უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება. ვითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რომელიც შეიძლება მოყვეს საარჩევნო კანონმდებლობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლილებას, თუმცა ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ინტერესი საქართველოში არჩევნები უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს გაცილებით მაღლა დგას.

ვფიქრობთ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევა იქნება. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით დაიწყონ კონსულტაციები. მზად ვართ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პარტიებს შორის პოზიციების დაახლოებას.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA), „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42