”საუკეთესო ინოვაციური სერვისი”- საქართველოს ”112”-მა მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის გაიმარჯვა
პოლიტიკა - 12:23, 07 Apr, 2016     2245

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა.

6 აპრილს, პრაღაში, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს „112“ ნომინაციაში - „ინოვაციური სერვისი“ სმს და ვიდეოზარის სერვისით - საუკეთესოდ აღიარეს.

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტი ინოვაციური სერვისებისა და დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვაზე მუდმივად მუშაობს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისთვის მნიშნელოვანია, რომ საქართველოში მყოფმა ნებისმიერმა მოქალაქემ საგანგებო სიტუაციებში „112“-თან დაკავშირება შეძლოს. ამ მიზნით, საქართველოს „112“-მა 2015 წლიდან სმს და ვიდეოზარის სერვისი დანერგა.

ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს. სმს და ვიდეოზარის სერვისით სარგებლობა24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სერვისი უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. „112“-ში შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.112.ge.

პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) დაჯილდოების ცერემონიას სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ატარებს. სპეციალური ჯილდო კონკრეტულ პირებსა და ორგანიზაციებს, დისპეტჩერებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის იმ ცენტრებს გადაეცემათ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ერთიანი საგანგებო ნომრის - „112“-ის მომსახურების გაუმჯობესებისა და ცნობადობის გაზრდის პროცესში.

დაჯილოდების ცერემონიას პრაღაში, საქართველოს შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა, 82 ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები, ევროპარლამენტარები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები. ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიწვეულმა სტუმრებმა გამოფენა დაათვალიერეს, სადაც გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს გაეცნენ.

საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42