„ტალახის სროლის ფესტივალი მოაწყოს სახელმწიფომ, ამაზე დიდ სიამოვნებას ბრბო მაინც ვერაფრისგან იღებს“-ნინი დედალამაზიშვილის პასუხი „მგზავრების“ კრიტიკოსებს
სოც.მედია - 12:01, 07 Apr, 2016     6323
ჯგუფი „მგზავრების“ მიმართ უამრავმა ადამიანმა გამოთქვა კრიტიკული აზრი. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 9 აპრილს ჯგუფი სანქტ-პეტერბურგში კონცერტს მართავს. ფესიბუკის პირად გვერდზე ნინი დედალამაზიშვილის საპასუხო სტატუსიც გამოჩნდა. შეგახსენებთ რომ ნინი, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის დაა.

„პატრიოტებო" პირველ რიგში ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, პოზიციის დაფიქსირების, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანებს აქვთ უფლება მოწონდეთ ან არ მოწონდეთ ჯგუფი "მგზავრების" მუსიკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომდიოდა წერილები, მირეკავდნენ ჟურნალისტები და მინდა რომ ყველას გაგცეთ პასუხი. დიდი მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვართ, მაგრამ მოგიწოდებთ რომ გინებით და ლანძღვით ნუ პასუხობთ სიძულვილის და „დედის გინების" ენაზე მოსაუბრე ანგაჟირებულ ადამიანს. ჯგუფი „მგზავრები“ წლებია უკრაინაში არიან, დასახელდნენ წლის საუკეთესო ჯგუფათ, წლების მანძილზე სრული ანშლაგით მართავენ კონცერტებს, მათი საკონცერტო ტურნე 1 წლით ადრე არის გაწერილი. ამაზე აქცენტი არ კეთდება და ესეთი გამოხმაურებაც არ მახსოვს "მგზავრების" წარმატებაზე, ესეც გასაგებია, აქ ბედნიერებას და წარმატებას ვერ გპატიობენ. მიხარია რომ ლოკალურ სივრცეში არ დარჩნენ და წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწიეს, განვითარდნენ რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია.
რაც შეეხება 9 აპრილს დაგეგმილ კონცერტს რომელიც პეტერბურგში გაიმართება. პატრიოტიზმია ოკუპანტ ქვეყანაში მოახერხო ამ თემას შეეხო! ადვილია ოთახში შეკეტილმა სოციალურ ქსელში პუტინს აგინო, როდესაც იცი რომ ამის გამო ფიზიკურად ვერავინ შეგეხება. „მგზავრები" პეტერბურგში აქცია კონცერტს გეგმავს, ვიდეო ინსტალაციით, წუთიერი დუმილით. ჩვენი იარაღი ჩვენი საქმეა, ჩვენი იარაღი არის სტერეოტიპების მსხვრევა ახალ თაობაში რომ „გრუზინი" ის არ არის რაც მათ გონიათ. გიგი ოკუპანტების ქვეყანაში მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, მათ შორის უკრაინის თემაზეც.
პ.ს ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ, ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში, მაგრამ ყველა იგივე რთულ გზას არ გადის, გიგის უფრო გაუმართლა და კალოშით არ მოუწია კიევში ჩასვლა, იღბლიანია. ძალიან ვაფასებ ნიკას ბიოგრაფიას რომ თავისი თავი შექმნა, ალბათ გადაღლილია და "ქართველი ვაჟკაცივით" დედის გინებაზეა გადასული.
ამასობაში მგზავრები აგრძელებენ ტურნეს მთელი წელი გაწერილია მომავალი თვის ბილეთები წინასწარ გაყიდული.
საზოგადოებრივი ინიციატივა მაქვს რომ ტალახის სროლის ფესტივალი მოაწყოს სახელმწიფომ, ამაზე დიდ სიამოვნებას ბრბო მაინც ვერაფრისგან იღებს.
წარმატებულ დღეს გისურვებთ“-წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნინი დედალამაზიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42