თავდაცვის მინისტრმა რუმინეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
პოლიტიკა - 10:49, 07 Apr, 2016     1149
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თინათინ ხიდაშელი რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში ასევე იგეგმება ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში 2016 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის გაფორმება.

„რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია, მუდამ ჩვენს გვერდში დგას ყველა ფორუმზე, ყველა ღონისძიებაზე. როდესაც ამ ქალაქში ჩამოდიხარ, ზუსტად იცი, რომ მეგობრებს შორის ხარ. ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ, მეგობრებთან ვარშავის სამიტამდე დეტალებში გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ მიმართულებით, ამ გზაზე დგას; ყველა ის წინადადება, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა ბრიუსელში, ყველა მოსაზრება, ყველა შეხედულება. ჩვენ მეგობრებთან ვართ და ამიტომ, გვაქვს კომფორტი, დეტალებში მათი რჩევებით ვიმოქმედოთ ვარშავის სამიტამდე გასავლელ გზაზე,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელმა კოლეგამ ეროვნული სამხედრო კლუბის სასახლეში - მარმარილოს დარბაზში ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრები პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორთან კონტროჩენის სასახლეში, ასევე ორმხრივი შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაზარ კომანესკუსთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42