საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება
პოლიტიკა - 10:04, 07 Apr, 2016     1038

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების თარიღის დანისვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პრემიერს მიმართავს:

„საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის აღნიშნული აქტი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა, რომლითაც განისაზღვრა, რომ განკარგულება ძალაში 2018 წლის 8 აგვისტოდან შევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადება პროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოს ხელშეწყობასა და საარჩევნო კამპანიის უკეთ დაგეგმარების მიზანს ემსახურება. მათივე განმარტებით, განკარგულების ძალაში შესვლა 2016 წლის 8 აგვისტოდან სახელწიფო ბიუჯეტიდან მრავალმილიონიანი ხარჯის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

თუმცა ზემოაღნიშნული არგუმენტები მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით იქმნება რისკი, რომ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, ხელოვნურად მოხდეს წინასაარჩევნო კაპანიის დაწყების თარიღის გადავადება. ვინაიდან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. შესაბამისად, პრეზიდენტის განკარგულების ის ჩანაწერი, რომელიც აქტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრავს 8 აგვისტოს, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, მთელი რიგი რეგულაციები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სამართლიანი და თანაბარი წინასაარჩევნო გარემო (მეგ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყებების წესები და პოლიტიკური პარტიების უფლებები და ვალდებულებები) ამოქმედებას იწყებს სწორედ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქცის გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისად, კამპანიის დაწყების თარიღის გაურკვევლობას, შეუძლია არსებითად უარყოფითი გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნო გარემოზე.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ განსაზღვრული უფლებამოსილებით და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს განკარგულება საქართველოს პრეზიდენტს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42